WaPo: რუსეთი ყირიმთან დამაკავშირებელი გვირაბის აშენებას გეგმავს
ხიდის აფეთქების შემთხვევისთვის რუსეთი ჩინური კომპანიების მონაწილეობით ყირიმთან დამაკავშირებელი გვირაბის აშენაბას გეგმავს.
ინფორამაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს.
უკრაინის სპეცსამსახურების მიერ აღმოჩენილი დოკუმენტაციის მიხედვით, კრემლში ყირიმთან დამაკავშირებელი ხიდის უსაფრთხოების საკითხზე ფიქრობენ და გვირაბის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებების ჩინეთის სახელმწიფო სარკინოგზო სამშენებლო კომპანიასთან (CRCC) აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები ოქტომბრის მიწურულს გაიმართა და ჩინურმა მხარემ გამოთქვა ნებისმიერი სირთულის საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მზაობა ყირიმის რეგიონში.
ჟურნალისტების მიერ შესწვავლილ დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ ჩინური მხარე გვირაბის მშენებლობას მხოლოდ სრული კონფიდენციალურობის დაცვისა და კომპანიიის სახელის შეცვლის შემთხვევაში დათანხმდება.
ერთ-ერთ წერილში ნახსენებია, ჩინეთის ერთ-ერთი სახელმწიფო ბანკი, რომელიც მზად არის პროექტის დასაფინანსებლად რუბლებად კონვერტირებული დოლარები ყირიმში გადარიცხოს.
გაზეთის მიერ გამოკითხული ინჟინერი, რომელიც რამდენიმე მსხვილი გვირაბისა და სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობდა ამბობს, რომ გვირაბის მშენებლობა რუსეთს 5 მილიარდ დოლარამდე დაუჯდება.
ექსპერტების აზრით, რუსეთს გაუჭირდება გვირაბის მშენებლობის სწრაფად დასრულება - იმ ვადებში, რომ პროექტმა ომის მიმდინარეობაზე იქონიოს გავლენა.
"მოსკოვმა პროექტს გრძელვადიან ინვესტიციად განიხილავს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირს ანექსირებულ ნახევარკუნძულთან",- ნათქვამია პუბლიკაციაში.
სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთისა და ყირიმის დამაკავშირებელ ხიდზე 2 ზუსტი შეტევა მიიტანეს.