ზელენსკი: ბოლო დღეებში ფრონტზე ვითარება მძიმდება

უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე ვითარების გაუარესების შესახებ განაცხადა, განსაკუთრებით დონეცკის ოლქში. 

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. 

"ასეთი ცხელი ომის დროს ვითარება ფრონტზე ყოველთვის რთულია, მაგრამ ბოლო დღეებში და განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით უფრო დამძიმდა",- განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ჩამოთვალა და მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების იმ დანაყოფებს, რომლებიც უთანსწორო პირობებში ფრონტს ხაზს ურთულეს პირობებში ინარჩუნებენ. 

კონტექსტი 

ფრონტზე ვითარების გაუარესების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა ЗСУ-ს მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ - მისი თქმით, განსაკუთრებით რთულია ვითარება ქალაქ ჩასოვ იართან, რომლის სრულად დაკავებას ოკუპანტები 9 მაისამდე გეგმავენ. 

გასულ ზაფხულს უკრაინის წარუმატებელი კონტრიერიშის შემდეგ, ოქტომბრიდან მოყოლებული ინიციატივა ბრძოლის ველზე საოკუპაციო არმიამ მოიპოვა. 

გასული თვეების განმავლობაში წამოწყებული იერიშების შედეგად 17 თებერვალს რუსეთმა დაიკავა ქალაქი ავდიივკა. 

უკრაინელი სამხედროები კი პრაქტიკულად სამმაგი დეფიციტის პირობებში იბრძვიან - ЗСУ განიცდის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარტილერიო ჭურვების, საჰაერო თავდაცვის საზენიტო რაკეტებისა და ცოცხალი ძალის დეფიციტს. 

ბოლო დღეებში რუსეთის მთავარი ძალისხმევა ბახმუტთან მდებარე ქალაქ ჩასოვ იარისკენაა მიმართული - ბოლო ცნობებით, ოკუპანტები უკვე აკონტროლებენ ქალაქის გარეუბნებს. 

უფრო ვრცლად ფრონტზე არსებული ვითარების, რუსეთის შეტევების ძირითადი მიმართულებებისა და მათი მთავარი მიზნების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე

 

მსგავსი სიახლეები