ზელენსკი პირველად შეხვდება ბრაზილიის პრეზიდენტს

ნიუ-იორკში, ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად შეხვდება ლუიზ ინასიო ლულა და სილვას - ეს ლიდერების პირველი შეხვედრა იქნება

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა გააავრცელა, ცოტა ხნის წინ კი ბრაზილიის პრეზიდენტის ოფისმაც დაადასტურა. 

ლიდერები ერთმანეთს ოთხშაბათს 20 სექტემბერს შეხვდებიან. ლულაც და ზელენსკიც ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობისთვის მიემგზავრებიან. 

წყაროს ცნობით, შეხვედრა იმ სასტუმროში გაიმართება, რომელშიც ლულა რჩება. ამავე სასტუმროში ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდება. 

ლულა და ზელენსკი პირადად ერთმანეთს არ შეხვედრიან, თუმცა ორივე მათგანი მაისში, ჰიროსიმაში გამართულ დიდი შვიდეულზე სამიტზე იმყოფებოდა. მიმდინარე წლის მარტში ლულამ და ზელენსკიმ ერთმანეთს ვიდეო ჩართვით ესაუბრნენ. 

ბრაზილიის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკიმ ლულას მოწვევა მიიღო, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

მსგავსი სიახლეები