ზელენსკი: უკრაინის საზღვართან 100 000 რუსი ჯარისკაცია მობილიზებული

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-მდე რუსი სამხედროა მობილიზებული. ამ ინფორმაციის წყაროდ, მან დასავლური სახელმწიფოები დაასახელა, რომლებიც უკრაინას ინფორმაციას უზიარებენ.

"ვიმედოვნებ, მთელი მსოფლიო კარგად ხედავს, ვის უნდა მშვიდობა და ვინ მოახდინა ჩვენ საზღვართან 100,000 ჯარისკაცის მობილიზება," - აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

რუსული ძალების გადაადგილებამ, უკრაინის მთავრობისა და დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია. თავის მხრივ, მოსკოვმა ყველა ბრალდება კატეგორიულად უარყო და თავად გამოთქვა შეშფოთება, ნატოს მზარდ აქტივობებზე რეგიონში.

3 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 90,000 რუსი სამხედრო გადაისროლეს.

მსგავსი სიახლეები