კიევმა მოახერხა შეთანხმებიდან ამოეღოთ უკრაინისთვის მიუღებელი დებულებების უდიდესი ნაწილი, თუმცა დოკუმენტის ამჟამინდელ ვერსიაში არაფერია ნათქვამია სამხედრო გარანტიების შესახებ, რომლის შეთანხმებაში გაწერასაც ითხოვდა ზელენსკის ადმინისტრაცია.
უკრაინის მთავრობის შეფასებით ჯამურად ამგვარი იშვიათი მეტალების მარაგების მოცულობა 2.6 მილიონ ტონას შეადგენს - ზოგი ექსპერტის შეფასებით ამ აქტივების ღირებულება შესაძლოა 11 ტრილიონ დოლარს აღემატებოდეს.
ანალიტიკოსების ცნობით, ამერიკული სამხედრო დახმარების შეწყვეტის მთავარი რისკი ის არის, რომ უკრაინა ეტაპობრივად ვეღარ გამოიყენებს მის ხელთ არსებული ტექნოლოგიურად მოწინავე ამერიკულ შეიარაღებას, მათ შორის ამერიკული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ბალისტიკურ რაკეტებს
"მე ვიცი, რომ ჩვენ აშშ-სგან 100 მილიარდი დოლარის დახმარება მივიღეთ, არ ვაპირებ 500 მილიარდის დავალიანების აღიარებას ვინ არ უნდა თქვას ვინმემ"- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კონსერვატიული Fox News-ის ცნობით, უკრაინამ შეთანხმებაში ახალი პუნქტები შეიტანა, რომლის განხილვაც ჯერ კიდევ გრძელდება, ხოლო შეთანხმების შემთხვევაში ხელშეკრულებას ხელს აშშ-ს მხრიდან სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და უკრაინის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა მოაწერენ.