"ზუსტად ამ მომენტისთვის, ათასობით უკრაინელი სამხედრო რუსეთის არმიის ალყაშია მოქცეული, ისინი ძალიან ცუდ, მოწყვლად მდგომარეობაში არიან. მე დაჟინებით ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს შეუნარჩუნოს მათ სიცოცხლე. ეს საშინელი სასაკლაო იქნება, არნახული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ღმერთმა დალოცოს ყველა",- წერს ტრამპი.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს - საინფორმაციო სააგენტოს ხაზინაში დაუდასტურეს, რომ აღარ გააგრძელეს ე.წ. გენერალური ლიცენზიის მოქმედების ვადა, რომელიც ვაშინგტონის დროით 12 მარტს, 12:01 წუთზე ამოიწურა.
"ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ფედერაცია სწორად მოიქცევა... ახლა ვნახავთ, იქნება, თუ არა რუსეთი შეთანხმების ნაწილი, თუ არა ეს მსოფლიოსთვის იმედგამაცრუებელი იქნება"- განაცხადა ტრამპმა.
"როგორ გამოიყენებენ ამ 30 დღეს? იმისთვის, რომ უკრაინამ გააგრძელოს იძულებითი მობილიზაცია? იმისთვის, რომ უკრაინას უფრო მეტი შეიარაღება მიაწოდონ? იმისთვის, რომ ახლადმობილიზებული დანაყოფები გაწვრთნან?"- განაცხადა პუტინმა.