წყაროების ცნობით, საპრეზიდენტო კანდიდატად ტრამპი უპირატესობას ვენსს ანიჭებს და სწორედ ამიტომ აირჩია თავის მეწყვილედ 2024 წლის არჩევნებში, თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად აქებს რუბიოს როგორც საჯაროდ ასევე კერძო საუბრებში.
ლარიჯანის აქტივობა ბოლო ერთ თვეში მკვეთრად გაიზარდა. იგი მოსკოვში ვლადიმერ პუტინსა და ახლო აღმოსავლეთის ლიდერებს შეხვდა, ასევე ჰქონდა ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუები.
დასავლური პრესის მიერ ვერიფიცრებულ კადრებზე ჩანს ქვეყნის უმსხვილესი უნივერსიტეტების კამპუსებში მიმდინარე საპროტესტო შეკრებები, რომლებშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მიერ ვენესუელის ნავთობზე დაწესებული სანქციების გამკაცრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით დასრულდა
რუბიოს გუნდში ფიქრობენ, რომ კასტროს 41 წლის შვილიშვილი და მისი გარემოცვა კუბელების ახალგაზრდა, უფრო პრაგმატულ თაობას წარმოადგენენ, რომლებისთვისაც აშკარაა რევოლუციური კომუნიზმის ჩავარდნა და აშშ-სთან დაახლოებაში სარგებელს ხედავენ.
წყაროების ცნობით, კვლავ საუბარია ისრაელისა და აშშ-ს ერთობლივ ოპერაციაზე, თუმცა "ბევრად უფრო დიდი მასშტაბით და გაცილებით უფრო დიდი ეგზისტენციალური საფრთხით ირანის რეჟიმისთვის."
საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში 12 აპრილს გაიმართება და სოციოლოგიურ კვლევებს თუ დავუჯერებთ ორბანის დამარცხების შანსი ყველაზე მაღალი, რაც აქამდე ყოფილა.
ამერიკის და ისრაელის ლიდერები კვლავ ვერ თანხმდებიან ამ ამოცანის მიღწევის გზებზე - ნეთანიაჰუ ცდილობდა ტრამპის დარწმუნებას, რომ ირანთან კარგი შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია და ასეთის ხელმოწერის შემთხვევაში ისლამური რესპუბლიკა არ დაიცავს პირობებს.