რუსეთი საარტილერიო ჭურვების ნახევარს ჩრდილოეთ კორეისგან იღებს

ექსპერტების შეფასებით, კორეული შეიარაღების გარეშე კრემლს გაუჭირდებოდა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გაგრძელება.

ქალაქ სუმის სარაკეტო დარტყმის შესახებ შვიდეულის განცხადება აშშ-მ დაბლოკა

ერთობლივი განცხადების დრაფტში, რომელიც Bloomberg-მა მოიპოვა ნათქვამი იყო, რომ ქალაქ სუმის ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა დასტურია რუსეთის სურვილისა გააგრძელოს ომი.

უიტკოფი: პუტინმა უკრაინაში "მუდმივი მშვიდობის" სურვილი გამოხატა

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოვმა 14 აპრილს, Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ტრამპის თქმით, ზელენსკის ომი არ უნდა დაეშვა და მალე კარგ წინადადებებს აანონსებს

"ბაიდენს შეეძლო ომის თავიდან არიდება, ზელენსკის შეეძლო ომის თავიდან არიდება, ხოლო პუტინს ომი არ უნდა დაეწყო. სამივე დამნაშავეა, პუტინი მათ შორის პირველია"- განაცხადა ტრამპმა.

FT: ნავთობის კლებადი ფასი პუტინის ომის ყულაბას სერიოზულ საფრთხეს უქმნის

ექსპერტების შეფასებით ფასების არსებულ არეალში შენარჩუნების შემთხვევაში რუსეთის ბიუჯეტი დაახლოებით 1 ტრილიონ რუბლს დაკარგავს, რაც მოქმედი გაცვლითი კურსით დაახლოებით 13 მილიარდ დოლარს უტოლდება.

მერცის თქმით, მოკავშირეების თანხმობის შემთხვევაში უკრაინას Taurus-ებს გადასცემს

ტრამპის მიერ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივების შესახებ დასმულ კითხვაზე მერცმა განაცხადა, რომ პუტინის პასუხი არ იქნება დადებითი სისუსტეზე.

სი ძინფინგი: სავაჭრო ომს გამარჯვებული არ ეყოლება

"სავაჭრო ომს და ტარიფებს არ ეყოლება გამარჯვებული, ხოლო პროტექციონიზმი ჩიხში შეგვიყვანს"- ნათქვამია სი ძინფინგის ავტორობით მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც არ არის უშუალოდ ნახსენები ამერიკის შეერთებული შტატები ან დონალდ ტრამპი.

ტრამპი სუმიზე სარაკეტო დარტყმას შემზარავს უწოდებს, თუმცა რუსეთს არ ახსენებს

"მე ვფიქრობ, ეს საშინელებაა. მე მითხრეს, რომ მათ დაუშვეს შეცდომა, მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა. ვფიქრობ, რომ მთელი ეს ომი საშინელებაა"- თქვა ტრამპმა.

ზელენსკი: ჩინეთის 155 მოქალაქე იბრძვის რუსეთის ფედერაციის მხარეს

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რეკრუტირების შემდეგ ეს ადამიანები ჩადიან მოსკოვში, სადაც გადიან სამედიცინო გამოკვლევებს 3-4 დღე და სამხედრო წვრთნებს სასწავლო ცენტრებში 1-2 თვე.

ჩინეთის გარდა ყველა ქვეყანასთან ტრამპმა ტარიფების ამოქმედების ვადა გადადო

ერთადერთი გამონაკლისი, რომელთანაც ტარიფები კვლავაც იმოქმედებს ჩინეთია, მეტიც ტრამპმა ჩინურ იმპორტზე ტარიფები 104%-დან 125%-მდე გაზარდა