საიდუმლო შეხვედრა ჩინეთის მიერ ტაივანის სრუტეში დაწყებული მასშტაბური სამხედრო წვრთნების ფონზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სახალხო-გამათავისუფლებელი არმია კუნძულის სრული ბლოკადის სცენარს დაამუშავებს.
საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, მისი ამერიკელი კოლეგა ირწმუნება, რომ ვაშინგტონი არ წავა ისეთ დათმობებზე რუსეთის წინაშე, რომელიც მიუღებელი იქნება კიევისა და ევროკავშირისთვის.
მალევე გავრცელდა კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის კომენტარი, რომელმაც დაადუსტურა, რომ უახლოეს მომავალში პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი არ არის ჩანიშნული.
შეხვედრა სამხედრო შტაბების მეთაურების დონეზე მიმდინარეობს. ფრანგულ დელეგაციას შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო შტაბის უფროსი, გენერალი ტიერი ბურკჰარდტი ხელმძღვანელობს, ხოლო ბრიტანულს თავდაცვის შტაბის უფროსი, ადმირალი ენტონი რადაკინი.