ახალი ამბები
ბრიტანეთის პრემიერი ზელენსკის უკრაინის მხარდაჭერის გაორმაგებას დაჰპირდა
ზელენსკის პირველი შეხვედრა ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან გასულ კვირას, ვაშინგტონში ნატოს სამიტის ფარგლებში შედგა.
საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას გადასცემს: 128 ჯავშანმანქანა და 18 ჰაუბიცა
ამის შესახებ France Info-ს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროდან წყაროებმა აცნობეს.
ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III ზელენსკის შეხვდა
ამის შესახებ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ოფიციალურ X-ზე წერს.
დემოკრატების ლიდერები თვლიან, რომ ბაიდენი მალე უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე
მანამდე Politico წერდა, რომ დემოკრატების ჩატარებულმა არასაჯარო სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ბაიდენს გამანადგურებელი მარცხი ელის.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს
კენჭისყრა ფარული იყო, ამიტომ ბოლო დრომდე არ იყო ცნობილი, შეძლებდა თუ არა ევროკომისიის ხელმძღვანელი საკმარისი მხარდაჭერის მიღებას.
რუსეთი არტილერიაში დანაკარგებს 1950 წელს გამოშვებული ჰაუბიცებით ავსებს
მსგავსი საარტილერიო დანადგარების მასიურად გამოყენება გაზრდის რუსეთის დამოკიდებულებას ირანსა და ჩრდილოეთ კორეაზე
"ბრძოლა დავიწყებული ამერიკისთვის" - ვენსის პირველი გამოსვლა კანდიდატის რანგში
ვიცე-პრეზიდენტობის რანგში თავის პირველ გამოსვლაში, ვენსის მთავარი აქცენტი მის წარმომავლობასა და "ვაშინგტონის ელიტის მიერ დავიწყებული" ამერიკული მუშათა კლასის კეთილდღეობის უზრუნველყოფის გეგმებზე საუბარს დაუთმო.
უკრაინამ უნგრეთში რუსული ნავთობის ტრანზიტი დაბლოკა
Bloomberg წერს, რომ ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ნიუ-იორკში, რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გერმანელების 61% მიიჩნევს, რომ მერკელის წასვლის შემდეგ ქვეყანაში ვითარება გაუარესდა - კვლევა
ამას მოწმობს YouGov-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც მერკელის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ევროკავშირი სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებებს იწყებს
ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წყაროებზე დაყრდნობით წერს.
"დათმოს ჩირაღდანი" - გავლენიანი დემოკრატი ბაიდენს მოუწოდებს მოხსნას კანდიდატურა
14 ივლისს დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის ფონზე განვითარებული დროებითი პაუზის შემდეგ ჯო ბაიდენის კრიზისი გასულ 24 საათში ხელახლა გამწვავდა.
The Ecomonist: რუსეთში საბჭოთა სამხედრო ტექნიკის მარაგი იწურება
"თუ წლის ბოლომდე არაფერი შეიცვლება, შესაძლებელია ვივაურადოთ, რომ რუსეთს მოუწევს თავდაცვით პოზიციაზე გადასვლა, ასევე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ პუტინის ინტერესი ცეცხლის დროებითი შეწყვეტის მიმართ გაიზრდება"- ნათქვამია მასალაში.
მილერი: საქართველოს მთავრობის ქმედებებმა საფუძვლიანად შეცვალა აშშ-სთან ურთიერთობა
"საქართველოს მთავრობამ გადაუხვია და სხვა გზა აირჩია"