პოლონეთის გენშტაბის უფროსი: მოწინააღმდეგემ დაიწყო მზადება თავდასხმისთვის
პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ქვეყანაში მომხდარ დივერსიულ აქტებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოტენციურმა მოწინააღმდეგემ უკვე დაიწყო თავდასხმისთვის მზადება.
ვითარების არსი: ამის შესახებ გენერალმა ვესლავ კუკულამ რადიოსადგურ Jedunka-სთან საუბარში განაცხადა, საიდანაც ამონარიდებს გამოცემა Rzecz Pospolita ავრცელებს.
- ჟურნალისტმა კუკულას ჰკითხა რამდენად კორექტულია პენტაგონის ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეთის განცხადება იმის შესახებ რომ მსოფლიოში 1939 წლის მსგავსი ვითარებააა.
- "ეს კარგი შედარებაა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული შევძლებთ თუ არა მტრის შეკავებას"- განაცხადა გენერალმა.
ჩაშლილად: მოგვიანებით კუკულას ჰკითხეს თუ რაზე მეტყველებს ქვეყანაში გახშირებული დივერსიული აქტები და კიბერთავდასხმები.
- "მოწინააღდეგემ დაიწყო ომისთვის მზადება. ის პოლონეთში გარკვეული ვითარების შექმნას ცდილობს, ცდილობს ძირი გამოუთხაროს მოსახლეობის ნდობას მთავრობის, შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის მიმართ, შექმნას პოტენციური აგრესიისთვის ხელსაყრელი მდგომარეობა"-ამბობს გენერალი.
დაეწიე ამბავს: გასულ 24 საათში პოლონეთში 2-ჯერ დააზიანეს ვარშავა-ლუბლინის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების სქემის ცენტრალური ლოჯისტიკური კვანძია.
- პრემიერმა ტუსკმა განაცხადა, რომ სარკინიგზო კვანძი დივერსიის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან - "ჩვენ აუცილებლად დავიჭერთ დამნაშავეებს"- განაცხადა ტუსკმა.
კონტექსტი: ოქტომბერში პოლონეთის პოლიციამ დივერსიული აქტების მომზადების ბრალდებით 8 ადამიანი დააკავა, ეს არ ყოფილა პირველი მსგავსი შემთხვევა.
- აგვისტოში ტუსკმა საჯაროდ დაადანაშაულა რუსეთი პოლონეთში მყოფი ბელარუსებისა და უკრაინელების რეკრუტირებაში, რომლებსაც დივერსიული აქტების ორგანიზებას ავალებენ.