-

 

შვიდი წლის წინ, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, თექვსმეტსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, მოსკოვი და კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

 „ეს არც კემპ დევიდია, როცა მოსისხლე მტრები შერიგებაზე შეთანხმდნენ - და არც მიუნხენი, როცა ერთმა მხარემ მეორეს ფაქტობრივი კაპიტულაცია გამოუცხადა,“ - ასე გამოეხმაურა მაშინ ხელმოწერილ დოკუმენტს ბრიტანელი ისტორიკოსი ნაილ ფერგიუსონი და მინსკის შეთანხმებას ხანმოკლე სიცოცხლე უწინასწარმეტყველა.

მინსკის ხელშეკრულების ძირითადი პუნქტების შესრულების ვადა 2015 წლის დეკემბერში ამოიწურა. მას შემდეგ, კონფლიქტთან ერთად სამშვიდობო პროცესიცგაიყინა“ - დონბასის ნაწილს, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული - დღესაც სეპარატისტები აკონტროლებენ. „ნორმანდიის ფორმატი“, რომელიც რუსეთთან და უკრაინასთან ერთად მინსკის მოლაპარაკებების მთავარ შუამავლებს - გერმანიას და საფრანგეთს - მოიცავს, წლების განმავლობაში არ შეკრებილა.

შვიდი წლის შემდეგ, უკრაინის მიმართ რუსული სამხედრო ანექსიის განახლების საფრთხის ფონზე კიევში ჩასულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა მინსკის შეთანხმებებსმშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი, პოლიტიკურად სიცოცხლისუნარიანი გზაუწოდა.

მინსკის საკუთარი ვერსიის უკრაინაზე თავს მოხვევას აგრესიულად ცდილობს რუსეთი.კიევში მიაჩნიათ, რომ მინსკის შესრულება უკრაინას განადგურებით ემუქრება. მოგწონს თუ არ მოგწონს, უნდა მოითმინო, ჩემო ლამაზო“, - ასე მიმართა უკრაინას ემანუელ მაკრონის მოსკოველმა მასპინძელმა, ვლადიმირ პუტინმა.

კიევში კი აცხადებენ, რომ მინსკის რუსულ ინტერპრეტაციას არასდროს დათანხმდებიან.

რა დგას მინსკის შეთანხმების (თუ უთანხმოების) უკან? მინსკი II-ის პუნქტები, რომელთა შესრულებასაც პუტინი უკრაინას აძალებს, ერთი წლით ადრე ხელმოწერილი მინსკის პროტოკოლის გაგრძელებას წარმოადგენს.

რას წარმოადგენსმინსკის თავსატეხიდა აღმოჩნდება თუ არა უკვე თითქმის მივიწყებული დოკუმენტი, რუსული სამხედრო აგრესიის შეჩერების წინაპირობა?

 

მინსკის პრელუდია: ჯანყი დონბასში

 

 

2014 წლის თებერვალ-მარტში ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსიმწვანე კაცუნებისგამოჩენის პარალელურად, დონბასის რეგიონში კრემლის მიერ წაქეზებული სეპარატისტული ჯგუფების გამოსვლები დაიწყო.

12 აპრილს, ამომცნობი ნიშნების გარეშე უნიფორმიანმა სამხედროებმა, დონეცკში სამთავრობო შენობები აიღეს, რასაც შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღება მოჰყვა.

სულ მალე პრო-რუსულმა აჯანყებულებმა დასახლებული პუნქტების დაკავება და კიევის მიმართ ლოიალური ადგილობრივი მაღალჩინოსნების გაძევება დაიწყეს.

აჯანყების ჩასახშობად (რომელიც ძირითადად უკრაინის რუსულენოვან - აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებს - მოედო), უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ოლექსანდრ ტურჩინოვმა 13 აპრილს ანტი-ტერორისტული ოპერაცია (ATO) წამოიწყო.

უკრაინული ძალების უპირატესობის ფონზე პეტრო პოროშენკომ, რომელიც ქვეყნის ლიდერად 2014 წლის მაისში აირჩიეს, 15 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა. პოროშენკოს შეთავაზება აჯანყებულების მიმართ გარკვეულ დათმობებზე წასვლას გულისხმობდა - ცენტრალური ხელისუფლების მიერ დონბასზე კონტროლის სრულად აღდგენის სანაცვლოდ.

გეგმა ასევე მოიცავდა საერთოეროვნული დეცენტრალიზაციის ფარგლებში დონბასისთვის გარკვეული ავტონომიის მინიჭებას - კვლავ კიევის პირობებით.

დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები მაისშიდამოუკიდებლობისგამოცხადებიდან რამდენიმე თვეში სულს ღაფავდნენ. უკრაინის არმიამ სეპარატისტული ძალები ვიწრო სასაზღვრო ზოლში მიიმწყვდია. 25 აგვისტოს მოსკოვში უკრაინული მხარის წინადადებები მიიღეს, რომლებიც რუსეთ-უკრაინას შორის ბუფერული ზონის გამოცხადებას და თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიკვიდაციას ითვალისწინებდა.

ამან რუსეთს დონბასის ჰიბრიდულ ომში გადამწყვეტი ინტერვენციისკენ უბიძგა. დონეცკში რუსული რეგულარული არმიის 6500 სამხედრო შევიდა, რომლებმაც სეპარატისტებთან ერთად უკრაინელებს ილოვაისკთან გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს. სექტემბერში განცდილი მარცხის შემდეგ ATO- მისიამ ძალები ვეღარ აღიდგინა. პოროშენკოს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე მოუწია დათანხმება.

 

მინსკი I: მოლაპარაკებების პირველი აკორდი

 

რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი 2014 წლის 5 სექტემბერს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მოაწერეს. სამმხრივმა საკონტაქტო ჯგუფმა, რომელშიც რუსეთის, უკრაინის და ეუთოს წარმომადგენლები შედიან, თორმეტპუნქტიანი პროტოკოლი შეიმუშავეს. პროტოკოლის ტექსტი ძირითადად პოროშენკოს შეთავაზებულ სამშვიდობოს გეგმას იმეორებდა.

ხელისმომწერი მხარეები შემდეგ ზომებზე შეთანხმდნენ:

-         ცეცხლის დაუყოვნებლივ  შეწყვეტა;

-         ეუთოს ეგიდით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგი და ვერიფიკაცია;

-         სამხედრო ტყვეების გაცვლა;

-         სეპარატისტების ამნისტია;

-         უკრაინის ტერიტორიიდან უცხოური შეიარაღებული ფორმირებების და სამხედრო ტექნიკის გაყვანა;

-         რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ბუფერული ზონის შექმნა - ეუთოს მონიტორინგის ქვეშ;

-         უკრაინის დეცენტრალიზაცია: კანონმდებლობის მიღება, რომელიც დონეცკის და ლუჰანსკის ოლქების ზოგიერთ რაიონსსპეციალურ სტატუსსმიანიჭებს;

-         თვითმმართველობის ახალი კანონმდებლობის მიხედვით დონეცკში და ლუჰანსკში ადგილობრივი არჩევნების ჩატარება;

-         უკრაინაშიინკლუზიური, საერთოეროვნული დიალოგისგაგრძელება.

 

შეთანხმებამ შეიარაღებული კონფლიქტი დროებით შეაჩერა და შეხების ხაზიც (line of contact) დააფიქსირა. თუმცა, ის პუნქტები, რომლებიც კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას ეხება, პროტოკოლის ტექსტში უკრაინული მხარისთვის ნაკლებად ხელსაყრელი ფორმულირებით შევიდა.

ხელშეკრულებამ დონეცკის და ლუჰანსკის, რომლებიც მანამდე უკრაინის შემადგენლობაში რაიმე ტიპის ავტონომიით არ სარგებლობდნენ, განსაკუთრებული სტატუსი აღიარა.

მალე ვერხოვნა რადამ (უკრაინის პარლამენტი) მინსკი I-ით გათვალისწინებული დროებითი მოქმედების კანონი მიიღო და ოკუპირებულ დონბასში არჩევნები 8 დეკემბრისთვის ჩანიშნა.

ახალი კანონმდებლობით დონეცკის და ლუჰანსკის ადგილობრივმა ხელისუფლებმა საკუთარი საპოლიციო ძალის ყოლის, მოსამართლეების და პროკურორების დანიშვნის და ენობრივ-კულტურულ სფეროში ავტონომიის უფლება მიიღეს.

მიუხედავად ამისა, რუსეთი სეპარატისტული რეჟიმებისთვის მინიჭებული ავტონომიით არ დაკმაყოფილდა - კრემლის შორსმიმავალი გეგმა ლუჰანსკში და დონეცკში კვაზი-სახელმწიფოების ჩამოყალიბებას ისახავდა, რომლებიც კიევისთვის მუდმივ თავისტკივილად იქცეოდნენ.

ამისთვის დონბასში სეპარატისტული ელემენტების - რომლებიც ადგილობრივი ოლიგარქებისა და კრიმინალური ავტორიტეტების მყიფე ალიანსს წარმოადგენდა - უფრო გამოკვეთილად პრო-რუსული პოლიტიკის გამტარებელი ძალებით ჩანაცვლება დაიწყო.

კრემლის მარიონეტულმა რეჟიმებმა 2 ნოემბერს ადგილობრივი არჩევნები დანიშნეს (უფრო ადრე, ვიდრე ამას უკრაინული კანონი ითვალისწინებდა), რაც მინსკის შეთანხმების აშკარა დარღვევას წარმოადგენდა.

პარალელურად, უკრაინაში ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პოზიციები პროდასავლურმა ძალებმა გაიმყარეს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ავტონომიის გაფართოებას სულ უფრო სკეპტიკურად უყურებდნენ.

დონბასში სიტუაციის გამწვავების ფონზე კიევმა რეგიონთან ეკონომიკური და ფინანსური კავშირები გაწყვიტა და შეხების ხაზთან სამხედრო პოზიცია გააძლიერა. ვითარების ესკალაციას 2015 წლის დასაწყისში ცეცხლის განახლება მოჰყვა.

რუსეთის შეიარაღებული მხარდაჭერით სეპარატისტებმა უკრაინელების ძალებს დებალცევეს ბრძოლაში კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენეს, რამაც კიევი, სამხედრო თვალსაზრისით, კუთხეში მიიმწყვდია.

 

მინსკი II: ერთი სიტყვით, ორი გაგებით

 

მინსკი II-ის ხელმოწერას წინ თექვსმეტსაათიანი მოლაპარაკებები უძღოდა 

დონეცკელი სეპარატისტების მიერ დებალცევეზე იერიშის პარალელურად, სადაც ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი აღმოჩნდა ალყაშემორტყმული, მინსკში კვლავ შეიკრიბნენ ხელშეკრულების მხარეები.

მოლაპარაკებების პროცესში მოსკოვს და კიევს შორის შუამავლის როლი ამჯერადნორმანდიის ფორმატისქვეყნებმა - გერმანიამ და საფრანგეთმა იკისრეს.

2015 წლის 12 თებერვალს ხელი მოეწერა მინსკი II-ის სახელით ცნობილ ტექსტს, რომელიცმინსკის შეთანხმებების შესრულების ზომების კომპლექსისსახელს ატარებს. ამით მინსკი II-მა არა ჩავარდნილი სამშვიდობო პროექტის - მინსკი I-ის - გადასინჯვის, არამედ მისი აღორძინების ფორმა მიიღო.

თუმცა, რთული მოლაპარაკებების შემდეგ, პროტოკოლში რუსეთისთვის ხელსაყრელი რამდენიმე მუხლი შევიდა, რომელიც დღემდე ფართო ინტერპრეტაციის საგნად რჩება.

ახალ, ცამეტპუნქტიან შეთანხმებაში კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ ოთხი პუნქტი დაემატა. პროტოკოლის მეოთხე მუხლი დონბასის რეგიონში არჩევნების ჩატარებას ეხება, რომლისთვისაც მზადება შეხების ხაზიდან მძიმე ტექნიკის გაყვანის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

მუხლი ასევე იმეორებს უკრაინის პარლამენტის მიერ დონეცკის და ლუჰანსკის სპეციალური სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნას - ტექსტის ხელმოწერიდან ოცდაათი დღის ვადაში.

მეცხრე მუხლი, მინსკი I-ის მსგავსად, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე კიევისსრული კონტროლისაღდგენას ითვალისწინებს. თუმცა, პროტოკოლში აღარაა ნახსენები სასაზღვრო ბუფერული ზონა, რომლის მონიტორინგს საკუთარ თავზე ეუთოს სპეციალური მისია იღებდა. ამის მაგივრად, უკრაინის ხელისუფლებისთვის საზღვრისგადაბარებადონბასში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებასა და საკონსტიტუციო რეფორმის გატარებასთანაა მიბმული - რომელიც 2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო.

კიდევ ერთი, მეთერთმეტე მუხლი, უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმის ხასიათს განსაზღვრავს. მინსკი II უკრაინულ მხარეს 2015 წლის ბოლომდე კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას ავალდებულებს, რომლებიც ქვეყნის დეცენტრალიზაციას მოახდენს და დონეცკის და ლუჰანსკის ოლქებს - „მათ წარმომადგენლებთან თანხმობით“ - განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებს.

სტატუსი დონეცკში და ლუჰანსკში შექმნილ თვითმმართველ ერთეულებისთვის რიგ საკითხებში ფართო ავტონომიას ითვალისწინებს, მათ შორის ადგილობრივი პარლამენტების მიერსაზოგადოებრივი წესრიგის დასაცავადსახალხო გვარდიის ფორმირების უფლებას და რუსეთის ფედერაციის რეგიონებთანტრანსნაციონალურ თანამშრომლობას“.

უკრაინის ხელისუფლებას ასევე ეზღუდება ადგილობრივი პარლამენტებისთვის და არჩეული თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილების დროზე ადრე შეწყვეტა.

მიუხედავად იმისა, რომ, მინსკი II, მისი წინამორბედის მსგავსად, დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებს უკრაინის სუვერენული სივრცის ნაწილად აღიარებს, ახალი პროტოკოლი მათი ავტონომიის განსაზღვრის ღია და ბუნდოვან ფორმულირებას იძლევა.

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას მერკელთან, ოლანდთან, პუტინთან და პოროშენკოსთან ერთად სეპარატისტული ძალების ლიდერებიც ესწრებოდნენ.

ამით რუსეთი დონეცკელი და ლუჰანსკელი აჯანყებულების ხელშეკრულების მხარეებად წარმოჩენას შეეცადა, რაც კიევისთვის მიუღებელი იყო.

ამასთან, პროტოკოლის ტექსტში რუსეთი ნახსენები არ არის, რაც შემდგომში მოსკოვისთვის ხელშეკრულების განხორციელებაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საბაბად იქცა (ტექსტზე რუსეთის წარმომადგენლის ხელმოწერის არსებობის მიუხედავად).

ხელშეკრულების შინაარსის და იმპლემენტაციის შესახებ განსხვავებული ინტერპრეტაციები - რასაცმინსკის თავსატეხიუწოდეს - მალე გადაულახავ დაბრკოლებად იქცა.

რუსული მხარის ვერსიით, თავდაპირველად დონბასის სტატუსის საკითხი უნდა გადაწყდეს - რაც ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას და საკონსტიტუციო ცვლილებით ავტონომიის განსაზღვრას გულისხმობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი უკრაინა კონტროლს მხოლოდ კონფლიქტის კრემლისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური გადაწყვეტის შემდეგ აღიდგენს.

უკრაინული მხარე ამგვარ თანმიმდევრობას მიუღებლად მიიჩნევს და რუსეთის მიერ სეპარატისტულ ოლქებზე კონტროლის შენარჩუნების მცდელობად აღიქვამს. კიევის პოზიციით, სანამ უკრაინა დონბასში სრულ იურისდიქციას არ აღიდგენს (უკრაინა-რუსეთის საზღვრის კონტროლის ჩათვლით), მანამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება.

უკრაინა დონეცკის და ლუჰანსკისთვის ავტონომიის მინიჭებას ქვეყანაში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში განიხილავს - მათთვისექსკლუზიურიუფლებამოსილებების გადაცემის გარეშე - რაც უკრაინის ფაქტობრივ ფედერალიზაციას გამოიწვევდა.

აშკარაა, რომ მინსკის ორი განსხვავებული წაკითხვა ერთმანეთთან შეუთავსებელია, ხელშეკრულების შესრულების შესახებ გაურკვევლობა კი შეიარაღებული კონფლიქტის ხელახალი გაღვივების ნიადაგს ქმნის.

რატომ მოეწერა ხელი ისეთ დოკუმენტს, რომელიც საკუთარ თავში გადაუჭრელ პრობლემას შეიცავდა?

შეთანხმება ყველა მხარის გადაუდებელ საჭიროებას პასუხობდა. სამხედრო წნეხის ქვეშ მოქცეული უკრაინისთვის უპირველესი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტა და შეხების ხაზის დაფიქსირება იყო, თუნდაც კონფლიქტის გადაჭრის მისთვის წამგებიან მოდელზე დათანხმების ფასად.

რუსეთი, რომელიც ყირიმის ანექსიის შემდეგნოვოროსიისპროექტზე საუბრობდა (რუსულენოვანებით დასახლებული უკრაინის აღმოსავლეთი და სამხრეთი ტერიტორიები), დონბასისგაყინვითდაკმაყოფილდა, რაც მომავალში მოსკოვს კიევზე ზეწოლის ბერკეტს მისცემდა.

ამასთან, კრემლი ომში სეპარატისტების მხარეზე უკვე ღიად იყო ჩართული და შემდგომ სამხედრო დანაკარგებს მოერიდა. საფრანგეთმა და გერმანიამ - რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღების პერსპექტივით იყვნენ შეშფოთებული - მინსკის შეთანხმება რუსეთს და უკრაინას შორისმშვიდობის ბოლო შანსადგამოაცხადეს.

 

მინსკი II-ის შემდეგ: ინტერპრეტაციაში დაკარგულები

 

ხელშეკრულების ხელმოწერიდან რვა წლისთავზე პროტოკოლის პუნქტების უმრავლესობა მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის ზონაში შეტაკებების რაოდენობა და მასშტაბი საგრძნობლად შემცირდა, დონბასის დემილიტარიზაცია და ტერიტორიიდან უცხოური (რუსული) სამხედრო ფორმირებების გაყვანა არ მომხდარა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი პერმანენტულად ირღვევა - ძირითადად სეპარატისტების მხრიდან, რასაც ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშებიც ადასტურებს.

2015 წლის მარტში, ვერხოვნა რადამ დონბასისსპეციალური სტატუსისშესახებ კანონი მიიღო, რომელიცსახალხო რესპუბლიკებისთვისსამი წლის ვადით შეზღუდული ავტონომიის მინიჭებას ითვალისწინებს.

კიევი კანონის ამოქმედებას მხოლოდ უკრაინული იურისდიქციის ქვეშ ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ დათანხმდა, რაც მოსკოვში მინსკის შეთანხმებიდანგადახვევადშეაფასეს. მდგომარეობა ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც დონეცკის და ლუჰანსკის სეპარატისტმა ლიდერებმა ოქტომბერში - კიევისგან დამოუკიდებლად - არჩევნები ჩაატარეს.

სეპარატისტების განცხადებით, არჩევნებიმინსკის ხელშეკრულების დაცვითჩატარდა - თუმცა ხმის მიცემის პროცესს ეუთოს მისია არ აკვირდებოდა, რაც, პროტოკოლის თანახმად, არჩევნების ლეგიტიმაციის წინაპირობა იყო. პროტოკოლის ძირითადი პუნქტების სისრულეში მოყვანის ფიასკოს შემდეგ დონბასის საკითხის გარშემო სიტუაცია არსებითად დღემდე არ შეცვლილა.

ხელშეკრულების რუსეთისთვის სასურველი ინტერპრეტაციის ფარგლები მინსკი II-ის ხელმოწერიდან მალევე, 2015 წლის მაისში გამოჩნდა, როცა დონეცკელმა და ლუჰანსკელმა სეპარატისტებმა დამატებითი მოთხოვნები წამოაყენეს.

ტექსტის ახალი რედაქცია (რომლის ავტორადაც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი მოიაზრება) ოკუპირებული რეგიონების ხელისუფლებისთვის ყველაზე ფართო ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს: ლუჰანსკის და დონეცკის მთავრობებს რუსეთ-უკრაინის საზღვრის კონტროლის, უცხო სახელმიწფოებთან შეთანხმებების გაფორმების და ადგილობრივი კონსტიტუციის მიღების უფლება უნდა მიეცეთ. დამატებით, სეპარატისტები უკრაინის კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ ჩანაწერს მოითხოვენ

კიევში ხელშეკრულების რუსულ ვერსიას საკონსტიტუციოტროას ცხენადაღიქვამენ. სეპარატისტებისთვის საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ვეტოს დადების უფლება უკრაინისთვის, ფაქტობრივად, პროდასავლურ ამბიციებზე უარის თქმის ტოლფასი იქნება.

2014 წლის დემოკრატიული ცვლილებების შემდეგ უკრაინაში განწყობები რუსეთის საწინააღმდეგოდ და დასავლეთს სასარგებლოდ შეიცვალა. 2019 წელს უკრაინის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას სტრატეგიულ ამოცანად სახავს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინული საზოგადოებრივი აზრი სეპარატისტების მიმართ მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლის წინააღმდეგია. 2020 წელს რაზუმკოვის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, უკრაინელების 54 % დონბასის ოკუპირებული ტერიტორიების ომამდე არსებული სტატუსით უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებას უჭერს მხარს, ავტონომიის მომხრე კი მხოლოდ 19 %-ია.

ამ ფონზე, საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების სუვერენიტეტს შეზღუდავს და უკრაინას კონფედერაციად აქცევს, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის წარმოუდგენელი ამოცანაა.

დასავლეთისთვის მინსკის შეთანხმებების იმპლემენტაციისთვის პრაქტიკული გამოსავლის ძიება შეუსრულებელ მისიად იქცა. 2015-2016 წლებში გერმანიის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე წინადადება გააჟღერა, რომელსაცშტაინმაიერის ფორმულაუწოდეს.

შტაინმაიერის ინტერპრეტაციით, დონბასის სპეციალური სტატუსის შესახებ კანონი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების დღეს უნდა შევიდეს და - როგორც დროებითი ზომა - არჩევნების მონიტორინგის ეუთოს დასკვნის გამოქვეყნებამდე ძალაში უნდა დარჩეს, ეუთოს მიერ არჩევნებისთავისუფლად და სამართლიანადცნობის შემთხვევაში კი კანონის მოქმედება უვადოდ უნდა გახანგრძლივდეს.

შტაინმაიერის ფორმულა, მანამდე არსებულზე უფრო მოქნილი მოდელის შემუშავების მიუხედავად, უკრაინელების მთავარ შეკითხვას ვერ პასუხობს - როგორ ჩატარდება ლეგიტიმური არჩევნები მანამ, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიები კრემლის და მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ძალების კონტროლის ქვეშაა.

მინსკში დაწყებულმა სამშვიდობო პროცესმა 2016 წლის შემდეგ ფაქტობრივად უძრაობის მოდუსში გადაინაცვლა. ნორმანდიის ფორმატი, რომელიც ხელშეკრულების მხარეების მთავარ დიპლომატიურ ფორუმად ითვლება, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2019 წელს შეიკრიბა.

უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევამ კრემლში იმედები გააჩინა, რომ ახალი პრეზიდენტი სეპარატისტების და შესაბამისად, მოსკოვის მიმართ უფრო მეტ დათმობას დათანხმებოდა.

2020 წელს რუსეთის წარმომადგენლად უფრო ხისტი სურკოვი ვეტერანმა დიპლომატმა დმიტრი კოზაკმა ჩაანაცვლა, რომელიც უფრო კონსტრუქციული ხაზის გამტარებლად აღიქვეს. თუმცა, ძალიან მალე აშკარა გახდა, რომ ზელენსკი - საკუთარი პოლიტიკის თუ ძლიერი შიდა ოპოზიციის გამო - კურსის შეცვლას არ აპირებდა.

ამის შემდეგ პროცესი კვლავ გაიყინა და ნორმანდიის ოთხეული 2022 წლის იანვრამდე არ შეკრებილა.

 

გამოსავლის ძიებაში

 

დღეს, უკრაინის გარშემო მასშტაბური რუსული სამხედრო ესკალაციის და პოტენციური რუსული ინტერვენციის ფონზე, მინსკის შეთანხმება რუსეთს და დასავლეთს შორის დაძაბულობის განმუხტვის ერთ-ერთ (თუ არა ერთადერთ) საშუალებად სახელდება. თუმცა, ყველა ის პრობლემა, რომელიცუძრაობის წლების” განმავლობაში ხელშეკრულების სისრულეში მოყვანას აბრკოლებდა, კვლავაც არ გადაჭრილა.

რუსეთი კვლავ არ აღიარებს, რომ ხელშეკრულების (ან სულაც დონბასის ომში) მხარეა და თავს გერმანიის და საფრანგეთის პოზიციაში მოიაზრებს. წლების განმავლობაში, რუსეთის საგარეო პოლიტიკის წამყვანი სახეები იმეორებენ პოზიციას, რომ მინსკის პროტოკოლი მოსკოვს არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს და შესაბამისად, ხელშეკრულების დარღვევის შესახებ ყველა ისარი კიევისკენ უნდა იყოს მიმართული.

2021 წლის ივნისში მიცემულ ინტერვიუში სურკოვი - ამჯერად უკვე ყოფილი მომლაპარაკებელი - მინსკის შეთანხმების შესრულების შემთხვევაშიც კიდონბასზე უკრაინის სიმბოლურ სუვერენიტეტზესაუბრობს.

გაურკვეველი რჩება სეპარატისტების სტატუსიც. ზახარჩენკო, რომელმაც შეთანხმებასდონეცკის სახალხო რესპუბლიკისსახელით მოაწერა ხელი, 2018 წელს დაბომბვისას დაიღუპა. ხოლო მეორე ხელისმომწერი, ლუჰანსკელი იგორ პლოტნიცკი, ადგილობრივ აჯანყებულებთან დაპირისპირების შემდეგ, 2017 წელს რუსეთში გაიქცა.

ნათელია, რომ მინსკის არსებულმა ფორმატმა თავი ამოწურა და ხელშეკრულების ფორმის (ან შინაარსის) ძირეული ცვლილების გარეშე განხორციელება არ უწერია.

დიპლომატიურ კულუარებში და საექსპერტო წრეებში ჩიხიდან გამოსასვლელად რამდენიმე ალტერნატივა განიხილება:

•         შტაინმაიერის ფორმულა: დასავლურ დიპლომატიურ წრეებში ამჟამად უკვე გერმანიის პრეზიდენტის წინადადებები ხუმრობის საგნად იქცა - „თავად შტაინმაიერმაც კი არ იცის, რას დევს შტაინმაიერის ფორმულაში“.

გაურკვეველია, როგორ მოხერხდება სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე - სადაც უსაფრთხო მიმოსვლა შეუძლებელია და ეუთოს და მედიის წარმომადგენლებს წვდომა ხშირად შეზღუდული აქვთ - ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება.

გადაუჭრელი რჩება 700 000-ზე მეტი უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირის საკითხიც, რომლებსაც დონბასის დატოვება კონფლიქტის გამო მოუწიათ.

•         საერთაშორისო სამშვიდობოები: კიევი და დასავლეთი ერთ-ერთ ალტერნატიულ გამოსავლად ოკუპირებულ ზონაში გაეროს სამშვიდობო მისიის ჩაყენებას განიხილავენ, რომელიცსპეციალური სტატუსისშესახებ კანონის ამოქმედებას და რუსეთ-უკრაინის საზღვრამდე კიევის იურისდიქციის აღდგენას შორის ვაკუუმს შეავსებს.

2017 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა კონფლიქტის დარეგულირებაში გაეროს ჩართულობისთვის მზაობა გამოთქვა, თუმცა პუტინის შეთავაზება სამშვიდობოების მხოლოდ შეხების ხაზის გასწვრივ განლაგებას გულისხმობს. ის, რომ უშიშროების საბჭოს - რომელიც გაეროს სამშვიდობო ოპერაციებს განაგებს - ერთ-ერთი მუდმივი წევრი ამავდროულად კონფლიქტის მხარეა, მისიის წარმატებული განხორციელებისთვის სერიოზულ რისკად რჩება.

•         ნორმანდიის ფორმატის გაფართოება: გასულ წელს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებებისთვის ახალი ფორმატის შემუშავების წინადადება წამოაყენა, რომელშიც გერმანიის და საფრანგეთის გარდა სხვა დაინტერესებული მხარეებიც იქნებიან ჩართული.

პარიზი და ბერლინი კრემლის მიმართ უფრო ზომიერი პოლიტიკის გამტარებლად ითვლებიან, რაც მოლაპარაკების კრიტიკულ მომენტებში რუსეთს უკრაინაზე უპირატესობის მოპოვების საშუალებას აძლევდა.

ნორმანდიის ოთხეულში - ან სხვა ალტერნატიულ ფორმატში - მძიმეწონოსანი მოთამაშეების, აშშ ან/და ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართვა პროცესს უფრო გლობალურ ხასიათს და მეტ იმპულსს მისცემდა.

თუმცა, იმ ფონზე, როცა რუსეთი საკუთარ თავს კონფლიქტის შუამავლად, და არა მონაწილედ განიხილავს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვი ფორმატში კიევის მხარდამჭერი ძალის დამატებას დათანხმდეს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ კრემლში ზელენსკის შეთავაზებასსაგანგაშო სიგნალიუწოდეს და ფორმატის ცვლილება გამორიცხეს.

•         დაბალი პოლიტიკა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინაში პოლიტიკური (და გეოპოლიტიკური) კონფიგურაციის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე, მინსკის პროცესმა ახლო მომავალში ძირეული გარღვევა მოახერხოს. ამ ფონზე, ზოგიერთი მკვლევარი, პროგრესის ერთადერთ შესაძლო გზად . . „დაბალი პოლიტიკის“ (low politics) საკითხების გარშემო თანამშრომლობას სახავს.

მინსკის პროტოკოლის პოლიტიკური პუნქტებისგან განსხვავებით, ის მუხლები, რომლებიც უშუალოდ ცხელი კონფლიქტის გადაჭრას ეხება (შეხების ხაზის მონიტორინგი, ბუფერული ზონების შექმნა, ტყვეების გაცვლა, მძიმე ტექნიკის გამოყვანა), კომპრომისის მეტ საშუალებას იძლევა. ამ პუნქტების შესრულება საერთო სურათს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის, თუმცა თავად ხელშეკრულების შენარჩუნების - ან სტატუს-კვოს დაფიქსირების - საფუძვლად შეიძლება იქცეს.

 

და ბოლოს, „მინსკის ჩიხიდანგამოსვლის კიდევ ერთ ზომას ნორმანდიის ფორმატის მხარეების მიერ (უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი) ხელშეკრულების ანულირებულად გამოცხადება წარმოადგენს.

მინსკის შეთანხმება ისტორიას უნდა ჩაბარდეს“, - ამტკიცებს აშშ-რუსეთის ურთიერთობების ცნობილი მკვლევარი მაიკლ კიმიჯი. ამ არგუმენტის თანახმად, მკვდრადშობილი დოკუმენტისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება სამშვიდობო პროცესისთვის მხოლოდ საზიანო შედეგს მოიტანს.

ხელმოწერიდან შვიდი წლის შემდეგ მხარეებს ერთმანეთის ნდობა კიდევ უფრო ნაკლებად აქვთ. 2015 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა პოლიტიკური რეალიებიც - ხელმომწერები მხარეებიდან მხოლოდ რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი რჩება ხელისუფლებაში. თავად მინსკიც კი, რომელიც ერთ დროს რუსეთს და უკრაინას შორის შუამავლობის ფორუმად განიხილებოდა, დღეს - ლუკაშენკას სახით - რუსეთის იმპერიული ამბიციების გამხმოვანებელი და მხარდამჭერია.

შეთანხმების ანულირება, რომლის თითქმის ყოველი აბზაცი ინტერპრეტაციის და დავის საგანი გახდა, კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩენს კონფლიქტის არსებითად დარეგულირების მექანიზმის საჭიროებას.

 

Final Countdown: რა ბედი ეწევა მინსკს?

 

 ემანუელ მაკრონის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა კრემლში, 11 თებერვალი

 

მომავალი რამდენიმე კვირა მინსკის ხელშეკრულების, ისევე როგორც შეთანხმების საგნის - დონბასის - მომავლისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

მას შემდეგ, რაც რუსული სამხედრო ესკალაციის შედეგად აღმოსავლეთ ევროპაში ვითარებამ ცივი ომის შემდეგ დაძაბულობის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, კრემლი დასავლეთს შექმნილი მდგომარეობიდან მისთვის სასურველ სცენარზე მიუთითებს.

რუსეთმა დეკემბერში გაჟღერებულ ყველა ძირითად მოთხოვნაზე (ნატოს გაფართოების შეჩერება, უკრაინის რუსეთის დე-ფაქტოგავლენის ზონადგამოცხადება) დასავლეთის მტკიცე უარი მიიღო. თუმცა, კრემლი დასავლეთისგან დათმობას შესაძლოა სხვა ფრონტზე ელის.

15 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო დუმამ ვლადიმირ პუტინს დონეცკის და ლუჰანსკისსახალხო რესპუბლიკებისდამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა. წლების განმავლობაში მასობრივიპასპორტიზაციისფონზე დონბასში უკვე 720 000-მდე რუსეთის მოქალაქეა. ამ ფონზე ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება სტატუს-კვოს მნიშვნელოვნად შეცვლის.

კიევი აცხადებს, რომ დონეცკის და ლუჰანსკისაღიარებამომაკვდინებელი აღმოჩნდება მინსკის შეთანხმებისთვის.

პუტინი აღიარების დეკლარაციაზე ხელმოწერას არ ჩქარობს. რუსეთის პრეზიდენტი მინსკი II- უკრაინაში ტერიტორიული კონფლიქტის დარეგულირებისთვისშეუცვლელსუწოდებს.

გასულ დღეებში, მოსკოვში, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების ვიზიტების შემდეგ გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნორმანდიის ფორმატის შუამავლებს უკრაინაზე ზეწოლის განხორციელებისკენ უბიძგებს, რათა კიევი მინსკისრუსულინტერპრეტაციაზე დაითანხმონ.

წინა დღეებში რუსული შეიარაღებული ძალების ნაწილის საზღვრიდან გაყვანის მიუხედავად, უკრაინაში რუსული სამხედრო ინტერვენციის და სისხლიანი კონფლიქტის განახლების პერსპექტივა კვლავ ძალიან რეალურია.

ამ ფონზე, აშშ-სა და ევროპაში სულ უფრო მეტს ფიქრობენ სისხლისღვრის თავიდან არიდების და დიპლომატიური გადაწყვეტის ალტერნატივებზე. ექსპერტების ერთი ნაწილი თვლის, რომ დასავლეთს დეესკალაციის სანაცვლოდ რუსეთთან გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს და, ამ ფონზე, კიევს მინსკით ნაკისრი ვალდებულებების ცალმხრივად შესრულებისკენ უნდა უბიძგოს (სეპარატისტების საყოველთაო ამნისტიის გამოცხადება, საკონსტიტუციო ცვლილებების დაძვრა).

მნიშვნელოვანია, რომ შექმნილ ვითარებაში, როცა დაძაბულობამ პიკს მიაღწია, ფართო სურათი არ დაიკარგოს.

„[დასავლეთის] ფოკუსი შეთანხმების დეტალებზე კი არ უნდა იყოს, არამედ იმაზე, თუ რა შეცვლის რუსეთის სტრატეგიულ გათვლებს - ამბობს კურტ ვოლკერი, უკრაინის საკითხში აშშ- ყოფილი სპეციალური დესპანი. დღეს კრემლში თვლიან, რომ ყველა ბერკეტი მათ ხელშია.

დასავლეთმა რუსეთი უნდა დაარწმუნოს, რომ ის ცდება."

მსგავსი სიახლეები