Reuters: ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთის სანქცირების ახალი პაკეტი აქვს მზად
იმ შემთხვევისთვის თუ კრემლი გააგრძელებს ომის გაჭიანურებას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთის სანქცირების ახალი პაკეტი აქვს მომზადებული.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს - წყაროების ცნობით, მოსალონდელია, რომ უახლოეს კვირებში ტრამპი რუსეთის რეაქციას დააკვირდება და ახალ სანქციებს მხოლოდ ამის შემდეგ დააწესებს.
- ახალი სანქციების პაკეტი რუსეთის საბანკო და სანავთობო სექტორის წინააღმდეგაა მიმართული - წყაროების ცნობით, პაკეტის მიზანია მოშალოს ფინანსური ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც რუსეთი ექსპორტირებული ნავთობის საფასურს იღებს.
ჩაშლილად: რუსეთზე წნეხის მომენტუმი ფართოვდება სენატშიც, სადაც რუსეთის ახალი სანქციების რამდენიმე აქტია დარეგისტრირებული - წყაროების ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს პაკეტები მიმდინარე თვეში დამტკიცდება, რადგანაც ამისთვის ტრამპის მხარდაჭერა იქნება საჭირო.
- რუსეთისთვის სასანქციო რეჟიმის გამკაცრებას სთხოვს ტრამპის ადმინისტრაცია ევროპელ მოკავშირეებსაც - მათ შორის ამერიკის მიერ უკვე სანქცირებული როსნეფტისა და ლუკოილის წინააღმდეგ.
- გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ ევროპაში რუმინეთსა და ბულგარეთში ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და მთელ კონტინენტზე გაშლილი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გათვალისწინებით, ევროკავშირისთვის რთული იქნება იმავე სიმწვავის სანქციების დაწესება.
დიდი სურათი: Reuters-ის წყაროების ცნობით, გასულ დღეებში გამართულ დახურულ კომუნიკაციაში ტრამპის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა ევროპაში გაყინული რუსული ფინანსური აქტივების გამოყენებას უკრაინის დასახმარებლად.
- ვაშინგტონში ასევე გამოთქვეს მზაობა ქვეყანაში გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენების შესახებ.
კონტექსტი: რუსეთის 2 უმსხვილესი სანავთობო კომპანიის წინააღმდეგ სანქციები ტრამპმა ბუდაპეშტში პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების შემდეგ გამოაცხადა.
- ეს დონალდ ტრამპის მიერ მეორე საპრეზიდენტო ვადაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული პირველი სანქციებია.
- შეხვედრის გადადების მიზეზი რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნები გახდა - კრემლი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დონეცკიდან უკრაინული ჯარების გაყვანას ითხოვს
სიღრმისეულად: Bloomberg: რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ ტრამპს მარკო რუბიომ უბიძგა