პარასკევს, 11 მარტს, უკრაინის საავიაციო და საჰაერო თავდაცვის სისტემები წარმატებით მოქმედებდნენ რუსი ოკუპანტების სახმელეთო და საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განცხადებაში ვკითხულობთ.
"[უკრაინულმა] ტაქტიკურმა ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა Su-24M-ისგან, Su-25-ისგან, Mi-24-ისგან, 10-ჯერ დაბომბა მტრის კოლონები, მძლავრი სარაკეტო დარყმები მიაყენა მტრის ჯავშანტექნიკას და ცოცხალი ძალას." - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინულმა სუ-27-ებმა და მიგ-29-ებმა, რუსული ავიაციის მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, 10-მდე საჰაერო ბრძოლაში დანაკარგის გარეშე მიიღეს მონაწილეობა.
"მტრის თვითმფრინავებს ვესროლეთ ცხრა საშუალო და მცირე რადიუსის ჰაერი-ჰაერი რაკეტა. ველით კარგ სიახლეებს. რაც შეეხება საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებს, Buk-M1-ებმა და S-300-ებმა ხუთი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: უპილოტო საფრენი აპარატი Forpost და ოკუპანტების ოთხი შვეულმფრენი, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.