22 აპრილს უკრაინის დამცველებმა აგრესორის 15 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსამსახური იტყობინება.
"გუშინდელი დღე მართლაც ნაყოფიერია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, რადგან 15 საჰაერო სამიზნე განადგურდა", - ნათქვამია განცხადებაში.
მათგან ცხრა არის ოპერატიულ-ტაქტიკური დრონი "Орлан-10".
იზიუმის მიმართულებით, საჰაერო ძალების "ვოსტოკის" საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა თითქმის ერთდროულად გაანადგურეს ორი რუსული თვითმფრინავი. წინასწარი მონაცემებით, ეს არის Су-34 და Су-35.
გარდა ამისა, საჰაერო-სადესანტო ძალებმა ჩამოაგდეს რუსული Су-25 და 2 Ми-8.
უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა კი რუსული შვეულმფრენი Ка-52 ჩამოაგდეს.
"საჰაერო ძალების ავიაცია აგრძელებს სპეციალური დავალებების შესრულებას უკრაინის საჰაერო სივრცეში, ფარავს სახმელეთო ჯარებს და აყენებს ზიანს რუსული საოკუპაციო ძალების პოზიციებს", - ნათქვამია განცხადებაში.