დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:49 | 10 ნოემბერი, 2026 — სამშვიდობო მოლაპარაკებები

აბუ-დაბის მოლაპარაკებები: უმეროვმა და მედინსკიმ პირველი განცხადებები გააკეთეს

აბუ-დაბიში მიმდინარე სამმხრივ მოლაპარაკებებზე რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ შეხვედრაზე მშვიდობის დაახლოებაზე იმუშავებენ.

რა თქვა: მოლაპარაკებების გახსნაზე გამოსვლისას, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ აღნიშნა, რომ რუსული დელეგაცია იმედოვნებს, "დღევანდელი შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე" რუსი და უკრაინელი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე.

  • "გადავედით მოლაპარაკებების სამმხრივ ფორმატზე: უკრაინა-აშშ-რუსეთი, - დაწერა "ტელეგრამში" აბუ-დაბიში უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა. 
  • "დღის წესრიგშია საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მშვიდობის დაახლოების საკვანძო საკითხები". - წერს უმეროვი.

კონტექსტი: რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებები სამშაბათს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში დაიწყო და ორი დღე გაგრძელდება.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე