დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

00:55 | 10 ნოემბერი, 2026 — საქართველო

ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 10–11 ნოემბერს პარიზის მშვიდობის ფორუმზე მრგვალ მაგიდაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ბავშვთა კეთილდღეობაზე ისაუბრებს. 

რა არის პარიზის მშვიდობის ფორუმი:

  • ფორუმი მაკრონის ინიციატივით 2018 წელს დაარსდა, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავს მიეძღვნა.
  • მისი მიზანი გლობალური მმართველობის საკითხების წინ წამოწევაა. ფორუმზე იკრიბებიან სახელმწიფოთა მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კომპანიების ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმოამდგენლები მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
  • პარიზის მშვიდობის ფორუმი მეცხრედ გაიმართება და კავკასიის რეგიონიდან, მონაწილეობას სომხეთის პრემიერ-მინსიტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიღებს. 

პანელი, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი მომხსენებლად იქნება: ითვალისწინებს ბავშვთა ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ფიზიკურ დაცვასა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. გარდა ამისა, საუბარი შეეხება დეკლარაციას - "პირველ რიგში ბავშვები", რომლიც ქვეყნებს მოუწოდებს ბავშთა პოლიტიკა პრიორიტეტად აქციონ

  • ამ თემებზე საუბარი მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიამრთება, სადაც ჯამში 20 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. 
  • დამსწრეთა დიდი ნაწილი მინისტრები არიან, მათ შორის არიან: საფრნაგეთის მინისტრი ფრანკოფონიისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში, ტანზანიის საგარეო საქმეთა მინსიტრი, სომალის ვიცე-პრეზიდენტი და გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი თანამშრომლობის საკითხებში. 

კონფლიქტი მონაწილეობაზე:

  • 2022 წელს ფორუმს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.
  • 2023 წელს ფორუმზე ორივე, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი ზურაბიშვილი იმყოფებოდა. ღარიბაშვილი კავკასიისადმი მიძღვნილ ფორმატში,  ნიკოლ ფაშინიანთან ერთად მონაწილეობდა, ხოლო  ზურაბიშვილის ვიზიტი "ქართულმა ოცნებამ დავის საგნად აქცია: მთავრობის ადმინისტრაციის თქმით, პრეზიდენტს თანხმობა არ მოუთხოვია. 

რატომ შეიძლება იყოს საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი:

  • ბავშვებთან და მოზარდებთან დაკავშირებული თემატიკის მიღმა, სავარაუდოა, რომ ამ ფორუმში მონაწილეობა, საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრისთვის შანსი იქნება იმის საჩვენებლად, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაში არ არის. 
  • ეს იმ ფონზე, როდესაც 15 და 16 ნოემბერს, ევროკავშირის მიერ გასამართ გაფართოების ფორუმზე, საქართველო დაპატიჟებული არ იქნება. 
  • გარდა ამისა, ხაზგასასმელია, რომ 16 ნოემბერს კიდევ ერთი ფორუმი გაიმართება ბრიუსელში დაკავშირბადობის საკითხზე, სადაც საქართველო დაბალი სტატუსის მქონე წარმომადგენლით არის მიწვეული, რის პასუხადაც, სავარაუდოა, რომ საქართველოს ხელისუფლება მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს. 


price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე