სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) უსაფრთხოების საბჭოს სხდომას
ვითარების არსი: 9 ნოემბერს, სომხურმა საინფორმაციო სააგენტო Armenpress-მა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 11 ნოემბერს ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში (COP31), რომელიც ანტალიაში ჩატარდება.
- 6 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ პანკინმა განაცხადა, რომ
ОДКБ -ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ უახლოეს სხდომაზე შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება ორგანიზაციაში სომხეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ. - "სომხეთი უკვე ორ წელზე მეტია არ იხდის საწევროს, ამიტომ სავსებით შესაძლებელია განიხილონ საკითხი და მიიღონ გადაწყვეტილება მისი წევრობის დროებით შეჩერების - უფრო ზუსტად, ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ მანამ, სანამ საწევრო არ იქნება გადახდილი. ეს აბსოლუტურად ტექნიკური მომენტია, რაც წესდებით, მისი კონკრეტული მუხლით არის გათვალისწინებული. ასე რომ, შესაძლოა ასეთი შედეგი დადგეს, თუმცა ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული," - ციტირებს პანკინს სააგენტო ТАСС.
სტრიქონებს შორის: აგვისტოს ბოლოს ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი არ აპირებს
- "ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ორგანიზაცია გადაწყვეტს სომხეთის რესპუბლიკის გარიცხვას. ყოველ შემთხვევაში, გაგვათავისუფლებენ დილემისგან, გავიდეთ თუ არ გავიდეთ მისგან," - აღნიშნა პრემიერმა 2026-2031 წლების მთავრობის პროგრამასთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას.
- იმავდროულად ფაშინიანმა დაუშვა, რომ უახლოეს მომავალში მისი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მომზადებას დაიწყებს.
დიდი სურათი: ერევანმა
- ფაშინიანმა
ОДКБ -ს "ბუშტი-კავშირი" უწოდა და მისი ზოგიერთი წევრი დაადანაშაულა, რომ მათ ფაქტობრივად მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანს. - სომხეთისა და ევროკავშირის დაახლოების გამო, 2026 წლის გაზაფხულზე ქვეყნის ურთიერთობა რუსეთთან გამწვავდა. ამ ფონზე მოსკოვმა რუსეთის ფედერაციაში სომხური პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა.