დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:24 | 01 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი

ამპუტაცია სასწავლო მიზნით - ტყვე "ვაგნერელი" რუსების მეთოდებზე მალიში

მალიში მებრძოლი რუსული დაჯგუფება "ვაგნერის" ინსტრუქტორები აფრიკელ ტყვეებს სასწავლო მიზნებისთვის მიზანმიმართულად ასახიჩრებდნენ და კლავდნენ, რათა ახალწვეულებს საველე მედიცინასა და მკვლელობის ტექნიკებში ევარჯიშათ.

ამის შესახებ უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი ყოფილი „ვაგნერელი“ ჰყვება.

ვითარების არსი: უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრო "აპოსტალ" კარპენკოსთან ინტერვიუში ტყვე ჰყვება, რომ ინსტრუქტორები აფრიკელ ტყვეებს "ცოცხალ სამიზნეებად" იყენებდნენ.

  • მისი თქმით, ერთ-ერთ ტყვეს ფეხზე ტროტილი დაუმაგრეს და ააფეთქეს, რათა მებრძოლებს სისხლდენის შეჩერებაში ევარჯიშათ. ტყვე მოგვიანებით იღლიის არეში, არტერიაში დაჭრეს, რათა იგივე პროცედურა ხელზეც გაემეორებინათ.

  • სხვა ეპიზოდში, ინსტრუქტორებმა ტყვეს ფეხი ცულით მოაჭრეს, რათა ტურნიკეტის [სისხლშემაჩერებელი ლახტი] დადება მაქსიმალურად რეალურ და ექსტრემალურ პირობებში ესწავლებინათ.

  • კიდევ ერთ ტყვეს ნარკოტიკული საშუალება გაუკეთეს, რათა ახალწვეულებისთვის გულში დანის ჩარტყმა ესწავლებინათ - "ორი მსურველი გამოიძახეს და უთხრეს: აი, დაარტყით გულში", - იხსენებს ტყვე.

ვინ არის წყარო: რუსი მებრძოლი, რომელიც "ვაგნერს" 2023 წელს შეუერთდა და მალიში სირიის გავლით ჩავიდა.

  • მისი თქმით, მასთან ერთად 120-130 ახალწვეული იყო და თვეში $3,000-ს უხდიდნენ.
  • მალიში ის 2024 წლის აპრილამდე დარჩა.
  • 2025 წლის აგვისტოში მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან (GRU-ს დაქვემდებარებულ მე-14 სპეცრაზმის ბრიგადასთან) გააფორმა კონტრაქტი, რის შემდეგაც უკრაინაში საბრძოლველად გაემგზავრა.
  • მალევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ის ტყვედ აიყვანეს.

რუსეთის "აფრიკის კორპუსის" მებრძოლები მალიში.

ფართო სურათი: მართალია, ეს კონკრეტული ჩვენება დამოუკიდებელი წყაროებით არ დადასტურებულა, თუმცა ის რუსული შენაერთების მიერ აფრიკაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ არსებულ ცნობებს ემთხვევა.

  • ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ, "ვაგნერის" აფრიკული ოპერაციები კრემლის მიერ კონტროლირებადმა "აფრიკის კორპუსმა" გადაიბარა.
  • Human Rights Watch-ის 2026 წლის აგვისტოს ანგარიშის თანახმად, ამ დაჯგუფების მებრძოლებმა ცენტრალურ მალიში 9 მშვიდობიანი მოქალაქე (მათ შორის 4 ბავშვი) მოკლეს, ათობით ადამიანზე იძალადეს და სახლები გადაწვეს.
  • ივნისში მათ მიერ განხორციელებულ ავიაიერიშს კი 8 სამოქალაქო პირი (მათ შორის 3 ბავშვი) ემსხვერპლა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე