ახალი ამბები

14:40 | 28 მაისი, 2026 — აშშ

აშშ-მა და ირანმა დარტყმები გაცვალეს

აშშ: აშშ-ს საჰაერო ძალების ცენტრალურმა ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა, კაპიტანმა ტიმ ჰოკინსმა განაცხადა, რომ ბენდერ-აბასის რაიონში, "თავდაცვის მიზნით" აშშ-მა იერიში მიიტანა.

  • ჰოკინსის განმარტებით, იერიშის სამიზნე ირანული სარაკეტო გამშვები დანადგარები და ნაღმების გადამზიდი კატერები იყო.
  • ამასთან, აშშ-ს საჰაერო ძალების ცენტრალურმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ოთხი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ირანი: ირანული მედია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე წერს, რომ ირანმა აშშ-ს ავიაბაზაზე იერიში მიიტანა.

  • მედია "ტასნიმის" სტატიის თანახმად ირანმა იერიში ადგილობრივი დროით 4:50 საათზე მიიტანა.
  • განცხადებაში არ დასახელებული აშშ-ს ავიაბაზის ზუსტი ლოკაცია, თუმცა ამერიკული მედია წერს, რომ ხუთშაბათის ღამეს, ქუვეითის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ ბაზაზე მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემები.
  • განცხადების თანახმად იერიში აშშ-ს მიერ ბენდერ-აბასის დაბომბვის პასუხია.
  • "ამერიკის დილის აგრესიის საპასუხოდ ამერიკულ ავიაბაზაზე მიტანილია იერიში". - წერს ირანის საზოგადოებრივი მაუწყებელი IRIB.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე