მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:30 | 25 აგვისტო, 2026 — აშშ

აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სირია ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რომელშიც ქვეყანა თითქმის 50 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

ვითარების არსი: 24 აგვისტოს, აშშ-ის ხაზინის ცნობით, სანქციები მოეხსნა დაჯგუფება "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამს," რომელიც სირიის ხელისულებაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ მოვიდა.

  • "აშშ-ის ხაზინა ასრულებს პრეზიდენტ ტრამპის დაპირებას, მისცეს სირიელ ხალხს დიდებულების შანსი," - განაცხადა სკოტ ბესენტმა. "დღეს გადადგმული ნაბიჯები ხელს შეუწყობს სირიაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებისთვის."
  • აშშ სირიას სანქციების სიებიდან თანმიმდევრულად იღებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში 2024 წლის ბოლოს ასადების ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა დასრულდა.

სტრიქონებს შორის: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დროებითმა პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ შეძლო ურთიერთობების ნორმალიზება დასავლეთის ბევრ ქვეყანასთან.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა 2025 წლის ივნისში გააუქმა სირიისთვის ადრე დაწესებული სანქციების უმეტესობა.
  • სირიის გარდამავალ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასად აშ-შაიბანიმ სანქციების სიიდან ქვეყნის ამოღებას "მნიშვნელოვანი ეტაპი" უწოდა და პირობა დადო, რომ დამასკო გააგრძელებს მუშაობას "იზოლაციის შედეგების გადალახვაზე და გამჭვირვალობაზე, ორმხრივ ინტერესებსა და პატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს შექმნაზე."

დიდი სურათი: სირიის დროებითმა ფინანსთა მინისტრმა მოჰამედ ბარნიამ აშშ-ის გადაწყვეტილებას "სირიული დიპლომატიის ისტორიული წარმატება" უწოდა.

  • მისი თქმით, ეს ნაბიჯი ხსნის "მნიშვნელოვან და დიდხანს ნანატრ შესაძლებლობას სირიის მსოფლიო ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემაში უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის, ინვესტიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვისთვის, ასევე განვითარების შესაძლებლობების გაფართოებისთვის."
  • აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში, ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ სიიდან სირიის ამოღება არის გადამწყვეტი ნაბიჯი ქვეყნის "იზოლაციიდან პარტნიორობისკენ და ტერორიზმის წყაროდან ტერორიზმთან გლობალურ ბრძოლაში აქტიურ პარტნიორამდე" გზაზე.

კონტექსტი: რამდენიმე დღის წინ, მოსადის უფროსი რომან გოფმანი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასად ალ-შაიბანი კვირას ერთმანეთს შეხვდნენ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რაც ისრაელის მიერ სირიის ავიაბაზის დაბომბვას მოჰყვა.

  • ორ წყარზე დაყრდნობით AFP წერს, რომ შეხვედრა იორდანიაში შედგა. მათ განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა აშშ-ის მეთვალყურეობის ქვეშ იორდანიაში "სპეციალური ოპერაციების ოთახის" შექმნა, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი დაპირისპირება სირიაში, მათ შორის თურქეთის მონაწილეობით.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე