ახალი ამბები

07:49 | 24 ივლისი, 2021 — ჯო ბაიდენი

ბაიდენის მოწონების რეიტინგი დაეცა

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოწონების რეიტინგი 50%-მდე შემცირდა. ეს ივნისში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით 6%-იანი ვარდნაა.

რეიტინგის კლება ინფლაციის ზრდას, კორონავირუსის შემთხვევების მატებას და ვაქცინაციის ტემპის შემცირებას უკავშირდება.

ბაიდენის საქმიანობა რესპუბლიკელების მხოლოდ 12%-ს მოსწონს, დემოკრატებში კი მისი რეიტინგი 90%-ია. 

მოქმედ პრეზიდენტს ყველაზე მაღალი, 57%-იანი რეიტინგი იანვარში ჰქონდა. 

 

 

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე