რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაახლოებით 19 300 სამხედრო დაკარგეს. ამის შესახებ 10 აპრილს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაწერა.
მონაცემები რუსეთის არმიის დანაკარგების შესახებ:
- პერსონალი - 19 300;
- ტანკები - 722;
- ჯავშანტექნიკა - 1911;
- საარტილერიო სისტემები - 342;
- ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემები - 108;
- საჰაერო თავდაცვა - 55;
- თვითმფრინავი - 152;
- ვერტმფრენები - 137;
- საავტომობილო ტექნიკა - 1384;
- გემები და ნავები - 7;
- საწვავით და საპოხი მასალებით დატვირთული ავზები - 76;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატები - 112;
- სპეცტექნიკა - 25;
- ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების გამშვებები - 4.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში განცდილი მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, რუსეთი ცდილობს ჯარების რაოდენობა 2012 წელს სამსახურიდან გათავისუფლებული პერსონალის ხარჯზე გაზარდოს.
ასევე მოლდოვის არაღიარებულ დნესტრისპირეთის რეგიონში მიმდინარეობს მოხალისეების რეკრუტიტება.