ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის ომის ყოველდღიური ანალიზი განაახლა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინელებმა რუსი ოკუპანეტებისგან კიევის აღმოსავლეთით 35 კილომეტრიანი ზონა დაიბრუნეს.
თავდაცვის უწყების ვარაუდით, უკრაინის არმია ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, გოსტომელის აეროდრომისკენ კონტრ-იერიშს გააგრძელებს.
უკრაინის სამხრეთში რუსულმა საოკუპაციო ძალები ქალაქ ნიკოლაევისთვის გვერდის ავლას და ოდესის მიმართულებით შეტევას გეგმავენ, თუმცა მძლავრი უკრაინული წინააღმდეგობის გამო წინ წაწევას ვერ ახერხებენ, ნათქვამია სადაზვერვო მოხსენებაში.