ახალი ამბები

17:08 | 23 ივნისი, 2026

ბრიტანეთის მომავალი პრემიერი: ვინ არის ენდი ბერნჰემი?

ენდი ბერნჰემი ბრიტანული პოლიტიკისთვის უცხო კაცი არ არის. შორეულ 2001 წელს, ის პირველად მაშინ მოხვდა პარლამენტში, როდესაც დაუნინგ სტრიტზე  ჯერ კიდევ ტონი ბლერის მზეს ფიცულობდნენ. თუმცა, მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის განსამზღვრელი პერიოდი გორდონ ბრაუნის პრემიერობას უკავშირდება. სწორად მაშინ გახდა ბერჰემი ლეიბორისტების ამომავალი ვარსკვლავი, რომელმაც მოგვიანებით ორჯერ სცადა პარტიის ლიდერობა, თუმცა ორივეჯერ წარუმატებლად. 

ამის შემდეგ, მანდ ლონდონს ზურგზი აქცია და მანჩესტერს მიაშურა, სადაც „ჩრდილოეთის მეფობის" სტატუსი მალევე მოიხვეჭა. მერის პოსტიდან, მან გავლენა მოიპოვა არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაში. ახლა კი, თითქოს წრე იკვრება. ბერჰემი, რომელიც შიდაპარტიულ ომში ორჯერ დამარცხდა, ლონდონში ტრიუმფით დაბრუნდა და ფინალური აქტისთვის ემზადება, რაც ლეიბორისტების ლიდერობასთან ერთად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას გულისხმობს. 

პოლიტიკის მიმომხილველები ამბობენ, რომ არსებობენ ორი ტიპის ლიდერები - ისინი, ვინც ოპტიმიზმს ასხივებენ და პირიქით - დეპრესიული აურის მომგვრელები. თუკი, ენდი ბერნჰემის ერთი ვიდეო მაინც გინახავთ, დარწმუნდებით, რომ იგი უდაოდ პირველ კატეგორიას მიეკუთვნება. 

1970 წელს, ლივერპულის გარეუბანში დაბადებული მოზარდი ადრეული ასაკიდანვე, რომ ლეიბორისტული პარტიის წევრი გახდა, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ იმ ეპოქის მოვლენებს, რაც პირველ რიგში მარგარეტ ტეჩერსა და მის მტკიცე შეხედულებებს უკავშირდება საბაზრო ეკონომიკის სასარგებლოდ. დე-ინდუსტრიალიზაცია, მასობრივი პრივატიზაცია და პროფესიული კავშირების შესუსტებამ, პოლიტიკურ რუკაზე ქვეყანა ორად გაყო.

სამხრეთით - ლოდნონსა და მის შემოგარენში, ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად გამოიყურებოდა, პრივატიზაციამ და დერეგულაციამ, სასურველი ფინანსური მაჩვენებლები წარმოშვა. თუმცა, ეს ყველაფერი მძიმედ აისახა ჩრდილოეთზე, სადაც მაღაროელთა გაფიცვები, ინდუსტრიულ საწარმოებში გამქრალი სამუშაო ადგილების შედეგად დარჩენილი უმუშევრებისა და ფინანსურად დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი მაღალი იყო. ამ თვალსაზრისით, ლივერპულმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო. 

სწორად, ამ მოვლენების კონტექსტში უყალიბდებოდა ენდი ბერჰნამს პოლიტიკური ცნობიერება. 

მაისურს თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ბერნჰემს საფეხბურთო კლუბ „ევერტონის“ ინიციალები ამშვენებს, რომლის გულშემატკივარიც დღემდე რჩება. 

მისი ოჯახი ირლანდიური წარმოშობისაა, ხოლო თავად ბერნჰემი სახელმწიფო კათოლიკურ სკოლებში დადიოდა. 2023 წელს, როდესაც რომპის პაპს ვატიკანში შეხვდა, აღნიშნა, რომ "იგი კათოლიკე არ არის ამ სიტყვის სრული გაგებით", თუმცა სრულად განიცადა ვატიკანის "მაგნიტური მიზიდულობა".  

ინჟინერისა და ექიმის მიმღებში მომუშავე მშობლების შვილისთვის, თუკი რამე წარმოადგენს რელიგიას, ეს პირველ რიგში ფეხბურთი, უფრო კონკრეტულად კი საფეხბურთო კლუბი "ევერტონია". 

შეიძლება ეკლესიაში ფეხი აღარ შედგა, მაგრამ კათოლიკედ მაინც დარჩები. აქაც იგივეა, შეიძლება თამაშებზე სიარული შეწყვიტო, თუმცა ერთხელ თუ ევერტონელი გახდი, ევერტონელადვე დარჩები

ბრიტანულ პოლიტიკაში,  ლივერპულში მცხოვრები ირლანდიური წარმოშობის კათოლიკური ოჯახი თითქმის ავტომატურად გულისხმობს ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერობას, რაც ენდი ბერნჰემის შემთხვევაში კიდევ უფრო აქტიურად გამოხატული იყო, რადგანაც პოლიტიკისადმი სიყვარულს, იგი ახალგაზრდობიდანვე ავლენდა. 

თუმცა, სანამ ამ ეკლიან გზას დაადგებოდა, მან წარმატებით მოახერხა კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლა, რაც მისი სოციალური კონტექსტიდან გამომდინარე, ორმაგად მნისვნელოვანია. იგი სწავლობდა ელიტურ სკოლაში, თუმცა თავად დაბალ სოციალურ კლასს წარმოადგენდა, რამაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ხისტად განსაზღვრა მისი პოლიტიკური მსოფლხედველობა.

ამის დასტურს, მისი სამეტყველო ენაც წარმოადგენს. ბერჰენემი ხშირად ახსენებს "ლონდონ-ცენტრიზმსა" და "ელიტურობას", როგორც მნიშვნელოვან პრობლემას, მხარს უჭერს სახელმწიფო სერვისების გაფართოვებას და იმ ადამიანების დაცვას, ვისაც "საბაზრო ეკონომიკა ვერ იცავს".  

https://www.theguardian.com/commentisfree/2026/jun/22/andy-burnham-prime-minister-labour-keir-starmer

https://edition.cnn.com/2026/06/20/uk/andy-burnham-profile-makerfield-intl

https://www.bbc.com/news/articles/clywzj2vk3zo

ბერნჰემმა 2021 წელს დაიწყო ავტობუსების სისტემის საჯარო კონტროლის ქვეშ დაბრუნება. 2025 წლიდან დიდი მანჩესტერის მთელ ოლქში მარშრუტებს, განრიგსა და ტარიფებს ადგილობრივი ხელისუფლება განსაზღვრავს.



users icon დაკავშირებული პიროვნებები

ასევე ნახე