ახალი ამბები

12:02 | 23 ივნისი, 2026 — რუსეთი

ყირიმში საწვავის გაყიდვა სრულად შეჩერდა

რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვა სრულად შეწყდა.

ვითარების არის: ყირიმში ყველა ავტოგასამართ სადგურზე საწვავის გაცემა სრულად შეწყდა, როგორც თავისუფალ გაყიდვაში, ისე ტალონებით.

  • ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი, სერგეი აქსიონოვი.
  • ბენზინის გაყიდვა 21 ივნისს, დილის 9 საათიდან შეწყდა.
  • "საწვავი გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო სამსახურებისთვის, რომლებიც ყირიმის რესპუბლიკის სასიცოცხლო ფუნქციონირებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ". - განაცხადა აქსიონოვმა.

კონტექსტი: ყირიმი ბენზინის დეფიციტს გაზაფხულის ბოლოს შეეჯახა - ანექსირებული ნახევარკუნძულის მომმარაგებელ ბენზინმზიდებსა და სატვირთო ავტომობილებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო.

  • 1 ივნისისთვის ყირიმში ტალონების სისტემა შემოიღეს.
  • რუსეთში, რეგიონული ხელისუფლების დონეზე, საწვავზე ტალონების შემოღების გადაწყვეტილება ბოლოს 2017 წელს მიიღეს.

ასევე ნახე