12:31 | 23 ივნისი, 2026 — უკრაინა
წლის დასაწყისიდან დღემდე, დრონებმა რუსეთის 800 ათასზე მეტ სამიზნეს დაარტყეს
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის განცხადებით, 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის 800,000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
ვითარების არსი: მინისტრის განმარტებით, ამჟამად ფრონტზე მტრის საერთო დანაკარგების 90%-ზე მეტი სწორედ უპილოტო საფრენ აპარატებზე მოდის.
- უკრაინული ძალები სისტემურად ანადგურებენ მოწინააღმდეგის ლოგისტიკას და შორ მანძილზე მოქმედი დრონებით ზურგში მდებარე კრიტიკულ სამიზნეებს უტევენ.
ჩაშლილად: წლის დასაწყისიდან დღემდე, დრონების დარტყმების შედეგად, რუსულმა მხარემ დაახლოებით 167 ათსი სამხედრო დაკარგა მოკლულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით.
ფედოროვის თქმით, მაისი ყველაზე ეფექტური თვე აღმოჩნდა - უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ერთ თვეში 181 ათასზე მეტ ობიექტს დაარტყეს და 31,530 ოკუპანტი გაანეიტრალეს.
სამხედრო ანგარიშებით დადასტურებული დარტყმების მიხედვით, 800,000-ზე მეტ ვერიფიცირებულ სამიზნეს შორის არის: ცოცხალი ძალა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, მტრის დრონები, შტაბები, საწყობები, რობოტიზებული სახმელეთო პლატფორმები, სატრანსპორტო საშუალებები და რადიოელექტრონული ბრძოლის აპარატურა.
ფრონტზე მოქმედებს უნიკალური წამახალისებელი მექანიზმი - ყოველი დადასტურებული დარტყმისთვის უკრაინელი სამხედროები სპეციალურ ელექტრონულ ქულებს (e-points) იღებენ. ამ ქულებს ისინი „Brave1 Market-ის“ პლატფორმაზე ცვლიან ახალ დრონებზე, სახმელეთო რობოტებზე, რებ-ის სისტემებსა და საჭირო კომპონენტებზე.