მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:55 | 15 სექტემბერი, 2026 — ჩინეთი

ჩინეთის უსაფრთხოების მინისტრი: AI საფრთხეს უქმნის პარტიის ძალაუფლებას

ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის, ჩენ ისინი

ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი მრავალგანზომილებიან საფრთხეს წარმოადგენს, მათ შორის კომუნისტური პარტიის ძალაუფლებისთვისაც. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ჩენ ისინი ახალი ტექნოლოგიის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს - ეს ყველაზე მაღალი დონის და ყველაზე დეტალიზებული ხედვაა, თუ როგორ აფასებს პეკინი ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ რისკებს. 

  • თავის სტატიაში ჩენ ისინი წერს, რომ საჭიროა პარტიის მეტი კონტროლი ახალ ტექნოლოგიაზე და ეს აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობის დასაცავად. 

  • ამავე სტატიაში ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ამერიკული მოდელები დასახალებულია როგორც კიბერ სივრცეში ახალი რისკების მაგალითად. 

ჩაშლილად: სტატიის მიხედვით, AI-ის უცხოურ მოდელებს ჩინეთის უსაფრთხოების სამინისტრო განიხალავს როგორც საფრთხეს - მოსალოდნელია, რომ ამ საკითხზე ისაუბრებენ დონალ ტრამპისა და სი ძინფინგის მოახლოებულ შეხვედრაზე. 

  • ჩენის მიერ ჩამოთვლილ რისკებს შორისაა მასშტაბური პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიები, მათ შორის კომპარტიის ლიდერების DeepFake ვიდეოების გავრცელება, ასევე მასშტაბური კიბერშეტევები ჩინეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და მნიშვნელოვანი მონაცემების გაჟონვა. 

კონტექსტი: გასულ დღეებში ხელოვნური ინტელექტის წამყვანი კომპანიების ლიდერები გამოვიდნენ მოწოდებით მოხდეს ტექნოლოგიის უფრო მკაცრი რეგულირება და შემუშავდეს საერთო ჩარჩო.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე