ახალი ამბები

10:00 | 23 ივლისი, 2026 — რუსეთი

დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრებს რუსეთის ჯართან კონტრაქტის დადება შეეძლებათ

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ბანდიტებსა და დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრებს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების უფლება მისცა.


რეალურად, დეპუტატებმა ომში გადაბირების უკვე არსებული პრაქტიკის ლეგალიზება მოახდინეს.


ვითარების არის: დუმამ სამივე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადების უფლების მქონე მსჯავრდებულთა კატეგორიებს აფართოებს. 


  • ახლა სახელმწიფო დუმამ ოფიციალურად მისცა სამსახურის უფლება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ბანდიტიზმისთვის, დანაშაულებრივ გაერთიანებაში მონაწილეობისთვის, ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების დაკარგვისთვის.
  • პროექტის განხილვისას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიქტორ გორემიკინმა განაცხადა, რომ ამ მუხლებით მსჯავრდებულები მხოლოდ სპეციალურ დანაყოფებში, მეთაურების მკაცრი კონტროლის ქვეშ იმსახურებენ.


ფართო ხედით: რეალურად, ბანდიტიზმისა და დანაშაულებრივ გაერთიანებაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულები ფრონტზე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის თითქმის დასაწყისიდანვე მსახურობენ.

  • მაგალითად, 2011 წელს პეტერბურგში ცნობილი "რიჟის ბანდის" წევრ იგორ შალონინს მკვლელობისთვის, ყაჩაღობისთვის, ბანდიტიზმისთვის, იარაღის უკანონო შენახვისა და სხვა დანაშაულებისთვის 8 წლით მკაცრი რეჟიმის პატიმრობა მიესაჯა. 2023 წელს იგი ლენინგრადის ოლქში გახდა "სპეციალური ოპერაციის" პირველი მონაწილე, რომელმაც უფასო მიწის ნაკვეთი მიიღო, და დაიწყო გადაღება ომში კონტრაქტორების გაწვევის სააგიტაციო ვიდეოებში.
  • 2024 წელს კოლონიიდან ფრონტზე გაემგზავრა იმიერბაიკალეთის დანაშაულებრივი დაჯგუფება "მეცენატოვსკიეს" ლიდერი დმიტრი ვედერნიკოვი, რომელსაც ბანდიტიზმის, მკვლელობებისა და გატაცებებისთვის 24 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ერთი წლის შემდეგ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი ფრონტიდან გაიქცა.
  • დაახლოებით იმავე პერიოდში ომში აღმოჩნდნენ ვიაჩესლავ რიაბცევი და ანდრეი ბიკოვი - ყუბანური "ცაპკის“ ბანდის წევრები, რომელმაც სახელი გაითქვა 12 ადამიანის, მათ შორის ბავშვების, მასობრივი მკვლელობით.
  • ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულთა გაწვევის შესახებ კანონის მიღებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა "ორეხოვო-მედვედკოვოს" დაჯგუფების ქილერის, ალექსანდრ შარაპოვის ტყვედ ჩავარდნის შესახებ. 

კონტექსტი: ფრონტზე დიდი დანაკარგების ფონზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სულ უფრო უჭირს საკონტრაქტო დანაყოფების რიგების შევსება.

  • სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, რუსული მედია წერს, რომ შემოდგომაზე, არჩევნების შემდეგ, რუსეთში მობილიზაციაა მოსალოდნელი.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე