უკრაინელმა სამხედროებმა ზოგიერთ რაიონში კონტრშეტევა წამოიწყეს, განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა.
"ჩვენი სამხედროების წყალობით ვითარება დასტაბილურდა. ზოგიერთ რაიონში კონტრშეტევაზე გადავედით და ეს კონტრშეტევა აბსოლუტურად პროდუქტიულია", - განაცხადა დანილოვმა.
მისი თქმით, კიევის ოლქის ტერიტორიაზე ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია.
"უკვე ნათელია, რა ხდება ხარკოვის რეგიონში", - აღნიშნა მან. "ხარკოვი არ აპირებს დანებებას და ოკუპანტებს არ აქვთ შესაძლებლობა გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც სურთ".