ახალი ამბები

16:30 | 21 ივლისი, 2026 — უკრაინა

DeepState: უკრაინა ივლისში იმაზე მეტ ტერიტორიას იბრუნებს, ვიდრე რუსეთი იკავებს

უკრაინული DeepState-ის მონაცემებით, 13-დან 19 ივლისის ჩათვლით რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია 21კვ.კმ-ით შემცირდა.

იმავეს აცხადებს რუსი სამხედრო ბლოგერიც, რომლის ცნობითაც, 16-19 ივლისის შუალედში რუსული არმიის წინსვლის ტემპი უარყოფითია და დღეში საშუალოდ -0.6 კვ.კმ-ს (ჯამში -2.6 კვ.კმ) შეადგენს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: DeepState-ის მონაცები ტერიტორიების კარგვაზე რუსეთისთვის ყველაზე დიდი კვირეული 2023 წლის სექტემბრის შემდეგ.

  • თითქმის ყველა აღმოსავლურ სექტორზე (კრამატორსკი, პოკროვსკი, სლოვიანსკი) რუსეთის მცირე წინსვლის მიუხედავად, სამხრეთის ფრონტზე უკრაინის კონტრშეტევამ (43.4 კვ. კმ-ის გათავისუფლება) საერთო ბალანსი უკრაინის სასარგებლოდ გადაწონა.

  • უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული დანაყოფები დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვართან უკუაგდეს და მდინარე მოკრიე იალის გასწვრივ სამხრეთით მიიწევენ.

დიდი სურათი: სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, სამხრეთზე უკრაინელთა კონტრშეტევებს ოპერატიულ-ტაქტიკური მნიშვნელობა აქვს:

  1. საფრთხე ექმნება რუსულ ლოგისტიკას დიდი ნოვოსილკის რაიონში.

  2. მოსკოვს შესაძლოა მოუწიოს რეზერვების გადასროლა გულიაიპოლე-ორიხოვის მიმართულებიდან, რათა საკუთარი ფლანგი დაიცვას.

  3. 2026 წელს ეს უკვე მეოთხე კვირაა, როცა რუსეთი ჯამურ ტერიტორიას კარგავს.

რთული მონაკვეთი: უკრაინელი ანალიტიკოსის თანახმად, კრამატორსკი-სლოვიანსკის მიმართულებაზე საოკუპაციო არმიამ შეძლეს წინ წავევა და მაგაგრება.

  • აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის გაცხადებულ სამხედრო-პოლიტიკურ ამოცანას დონეცკის ოლქის სრულად დაკავება წარმოადგენს.
  • ეს გულისხმობს კონსტანტინოვკა-კრამატორსკი-სლოვიანსკის აგლომერაციის აღებას, რომელსაც „ციხესიმაგრეთა სარტყელად“ მოიხსენიებენ.

კონტექსტი: მიუხედავად წარმატებისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შეტევის გაგრძელება იოლი არ იქნება. რუსეთი ამ სექტორზე ინარჩუნებს უპირატესობას არტილერიაში, აქტიურად იყენებს საავიაცო მართვად ბომბებსა და მუდმივად ავსებს ქვეითთა რიგებს.

  • პარალელურად, ვლადიმერ პუტინი კვლავ განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ რუსული არმია „ფრონტის მთელ ხაზზე“ მიიწევს წინ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე