დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:35 | 20 ოქტომბერი, 2026 — დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის დაცვაში ჩაერთვება

დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის დასაცავად სამეფო საჰაერო ძალების (RAF) Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლებს გაგზავნის.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

ვითარების არსი: ბრიტანული გამანადგურებლები საუდის არაბეთის ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას იემენელი ჰუსიტების დრონებისა და რაკეტებისგან დაიცავენ.

  • თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავები მხოლოდ თავდაცვით მისიებს შეასრულებენ და ჰუსიტების წინააღმდეგ შეტევით ოპერაციებში არ ჩაერთვებიან.

  • გადაწყვეტილება საუდის არაბეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს.

რას ამბობს ლონდონი: ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჰუსიტების თავდასხმები დაგმო და განსაკუთრებით რიადის აეროპორტზე განხორციელებულ იერიშს გაუსვა ხაზი.

"ჩვენს მოკავშირე საუდის არაბეთზე ჰუსიტების თავდასხმები სრულიად აღმაშფოთებელია. განსაკუთრებით რიადის აეროპორტზე იერიში აჩვენებს, რამდენად შორს მიდიან ჰუსიტები რეგიონში ვითარების ესკალაციისთვის", - განაცხადა მინისტრმა.

  • მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაამტკიცა ბრიტანეთმა დამატებითი სამხედრო დახმარება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო კვირებში ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ნავთობობიექტებსა და სხვა ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააძლიერეს.

  • ლონდონის შეფასებით, ეს რეგიონულ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის და ენერგომომარაგებისა და სავაჭრო მარშრუტების შეფერხების რისკს ზრდის.

კონტექსტი: იემენში მიმდინარე კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ორშაბათს ჰუსიტებმა საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი სამთავრობო უსაფრთხოების ძალების საწვრთნელ ბანაკს დაარტყეს.

  • ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმას 58 ადამიანი ემსხვერპლა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე