ახალი ამბები

19:43 | 02 აპრილი, 2026 — კოვიდ-19-ის პანდემია

ევროკომისია ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინის 37 მილიონი დოზის ყიდვას გეგმავს

კომპანია ჯონსონ & ჯონსონის სპიკერის განცხადებით, ევროკომისიამ დაიწყო მათთან მოლაპარაკება 36.7 მილიონი ერთდოზიანი ვაქცინის შეძენაზე.

კომისიამ პირველად ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინის 200 მილიონი დოზა 2020 წლის ოქტომბერში იყიდა. თუმცა, კომპანიამ ხელშეკრულების პირობების სრულყოფილად შესრულება ვერ მოახერხა.

ივნისის ბოლოს ევროკავშირმა ჯონსონ & ჯონსონისგან დაგეგმილი 55 მილიონის ნაცვლად,  ვაქცინის მხოლოდ 14 მილიონი დოზა მიიღო.

ევროკომისიის გადაწყვეტილება ევროპაში კორონავირუსის დელტა შტამის სწრაფ გავრცელებას მოჰყვა.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე