ახალი ამბები

06:45 | 24 ივლისი, 2021 — კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

ევრორეგულატორი "მოდერნათი" ბავშვების აცრას დაეთანხმა

ევროპის მედიკამენტების სააგენტო დაეთანხმა 12 წელზე უფროსი ბავშვების Moderna-ს ვაქცინით აცრას. რეგულატორმა აქამდე თანხმობა მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინაზე გასცა.

მოდერნას ვაქცინის დაშვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ფორმალურად ევროკომისიამ უნდა მიიღოს.

12-17 წლის ახალგაზრდებში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოდერნას ვაქცინა წარმატებით ახერხებდა ანტისხეულების გამომუშავებას. აცრა ზუსტად ისეთივე ეფექტურობას ავლენს ბავშვებში, როგორსაც ზრდასრულებში.

 

 


ასევე ნახე