ახალი ამბები

12:00 | 22 მაისი, 2026 — სომხეთი

ფაშინიანი: საქართველოს საკვანძო როლი აქვს სომხეთი-ევროკავშირის ურთიერთობებში

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს გამართულ ბრიფინგზე სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის პროცესში საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ArmenPress-ი აქვეყნებს.

რა თქვა: „რაც შეეხება საქართველოს, მე ნათლად განვაცხადე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ არსებული მდგომარეობით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მდგომარეობა უნდა მოგვარდეს,“ - აღნიშნა ფაშინიანმა მედიასთან საუბრისას.

  • გარდა ამისა, სომხეთის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები სუვერენულია და მასზე გავლენას ვერ მოახდენს სხვა სახელმწიფოებთან არსებული დღის წესრიგი.
  • „სომხეთის ურთიერთობები საქართველოსთან არ არის დაკავშირებული არცერთ მესამე მხარესთან ურთიერთობასთან. ბუნებრივია, ეს ურთიერთობები არის სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული, ძმური და ასეც დარჩება. სხვა სცენარი უბრალოდ ვერ იქნება,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე