10:47 | 22 მაისი, 2026 — გაერთიანებული სამეფო
სტარმერის შემდეგ: ვინ შეიძლება ჩაუდგეს სათავეში ბრიტანეთს?
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სულ უფრო ძლიერ შიდა ზეწოლას აწყდება. ლეიბორისტულ პარტიაში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, შეძლებს თუ არა ის ხელისუფლების შენარჩუნებას, და ვინ შეცვლის მას, თუ გადადგება.
ვითარების არსი: სტარმერმა 2024 წლის არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე პრობლემები დაეწყო.
- სუსტი ეკონომიკური ზრდა;
- პარტიის მემარცხენე ფრთა მას "იდეოლოგიურად ცარიელად" და ზედმეტად ტექნოკრატად მიიჩნევს;
- ხოლო პარტიის ცენტრისტული ნაწილი თვლის, რომ ის ზედმეტად ფრთხილია და ვერ ქმნის ძლიერი ლიდერის შთაბეჭდილებას;
- ვითარება მნიშვნელოვნად გაამწვავა თვითმართველობის არჩევნებმა, სადაც ლეიბორისტებმა ცუდი შედეგი აჩვენეს, ხოლო სანაცვლოდ, ნაიჯელ ფარაჯის პოპულისტურმა მოძრაობამ Reform UK-მ მაღალი შედეგები აჩვენა.
შემცვლელის პრობლემა: სტარმერის შეცვლა მარტივი არ იქნება, რადგანაც "ლეიბორისტურლი" პარტია სამ ნაწილად - ცენტრისტებად, რბილ მემარცხენებაად და "კორბინისტულ" ფრთებადაა გაყოფილი, რის გამოც, ერთი გამოკვეთილი მემკვიდრე არ არსებობს.
შედეგად, თითქმის ყველა პოტენციურ კანდიდატს, ძლიერი შიდაპარტიული მოწინააღმდეგე ჰყავს.
მთავარი ფიგურები: მიუხედავად ამისა, სტამერის შემცვლელად რამდენიმე ფავორიტის გამოკვეთა მაინც შესაძლებელია:
- ვეს სტრიტინგი: 43 წლის ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც ბევრი სტარმერის მემკვიდრედ მოიაზრებს. იგი "ბლერისტადაა" მიჩნეული და პარტიაში ერთ-ერთ საუკეთესო კომუნიკატორად ითვლება. თუკი ფსონი ცენტრისტ კანდიდატზე გაკეთდება, მაშინ სტრიტინგ საუკეთესო არჩევანია. პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მას პარტიის რადიკალური მარცხენა ნაწილი არ ენდობა და ბიზნეს-ელიტებთან სიახლოვის გამო აკრიტიკებენ;
- ანჯელა რეინერი: ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურა, რომელიც იდეალურად განასახიერებს "მუშათა კლასის" სახეს. იგი პროფ-კავშირიდან მოვიდა პოლიტიკაში. მისი პიროვნული გამოცდილება, როგორიცაა სკოლის იძულებით ადრე დატოვება, სოციალურ საცხოვრებელსი გატარებული წლები და ადრეულ ასაკში დედად გახდომა, საშუალებას იძლევა "უბრალო ადამიანების" გულამდე მისვლის.
- 2025 წლამდე იგი ვიცე-პრემიერის ადგილს იკავებდა, თუმცა პოსტის დატოვება მოუწია. თუკი ლეიბორისტები გადაწყვეტენ, რომ პარტიას ენერგია და იდენტობა აკლია, მაშინ რეინერი შესაძლოა საუკეთესო პასუხი აღმოჩნდეს.
- ენდი ბერნჰემი: მანჩესტერის მერი, რომელსაც არაფორმალურად "ჩრდილოეთის მეფესაც" ეძახიან. ბერნეჰმი იშვიათი ლიდერია პარტიაში, რომელსაც მაღალი პოპულარობა გააჩნია. იგი ხშირად უპირისპირდება მოქმედ პრემიერს - სოციალური დახმარებების შემცირებისა და პარტიაში "შიშის კულტურის გაღვივების" მიზეზით.
- მისთვის პრობლემას წარმოადგენს ფაქტი, რომ არ არის პარლამენტის წევრი, რაც აუცილებელი წინაპირობაა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ასარჩევად. თუმცა, მას შანსი მიეცა, რომ საპარლემნტო მანდატი მოიპოვოს, რადგანაც 18 ივნისს, მანჩესტერის ერთ-ერთ ოლქში, რიგგარეშე არჩევნები გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს.
შეჯამება: შესაძლო კანდიდატების ძიების პარალელურად, კირ სტარმერი აცხადებს, რომ იგი პოსტიდან გადადგომას არ აპირებს. მნიშვნელოვანი იქნება, რა გზას აირჩევენ "ლეიბორისტები", რადგანაც ჯერჯერობით არ ჩანს ნათელი სურათი, რა მიმართულებით უნდა წავიდეს პარტია იმ შემთხვევაში, თუკი სტარმერს თანამდებობის დატოვება მოუწევს.
