12:11 | 09 ივნისი, 2026 — სომხეთი
ფაშინიანის პარტია, შესაძლოა, ევროპის სახალხო პარტიას შეუერთდეს - Euractiv
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პარტია "სამოქალაქო შეთანხმების" "ევროპის სახალხო პარტიაში" (EPP) გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.
ვითარების არსი: გამოცემის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება, ისევე როგორც შეთანხმებული ვადები, ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ფაშინიანმა ინტერესი უკვე გამოხატა და პროცესი, შესაძლოა, 2026 წლის შემდეგ დასრულდეს.
- "ევროპის სახალხო პარტია" ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანებაა ევროპაში და მას ყველაზე დიდი ფრაქცია ჰყავს ევროპარლამენტში - 184 ევროდეპუტატი.
- ამასთანავე, სახალხო პარტიის წევრია ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
- EPP-ის წევრი პარტიები ხელისუფლებაში არიან ევროპის რამდენიმე მნიშნველოვან სახელმწიფოში - გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი და ა.შ.
დიდი სურათი: 7 ივნისს, სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა. "სამოქალაქო ხელშეკრულებამ" 727 160 ხმა მიიღო, რაც ხმების 49.81%-ია.
- ბარიერი გადალახეს პრო-რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის "ძლიერმა სომხეთმა" - 23.29% და პრო-რუსი ექს-პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსმა "სომხეთმა" - 9.94%.
- იმ პარტიების ხმები, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, იმ პოლიტიკურ ძალებზე გადანაწილდება, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ.