რუსეთის ფედერალურმა უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ "უკრაინის სპეცსამსახურების" მიერ მარგარიტა სიმონიანისა და ქსენია სობჩაკის მკვლელობის მომზადება აღკვეთა.
ამ ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.
ФСБ-მ განაცხადა, რომ მოსკოვსა და რიაზანის რეგიონში, სავარაუდოდ, დააკავეს "ნეო-ნაცისტები პარაგრაფ-88-ის ჯგუფიდან," რომლებმაც "სიმონიანისა და სობჩაკის სამუშაო და საცხოვრებელ მისამართებზე სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარეს."
დაკავებულების სახლებიდან ამოღებულია კალაშნიკოვის ავტომატი ვაზნებით, რეზინის ხელკეტები, დანები, კასტეტები და ხელბორკილები.
ФСБ-ს თქმით, დაკავებულები, სავარაუდოდ, "უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით" ამზადებდნენ მკვლელობას და 1.5 მილიონი რუბლის ჯილდოს მიღებას ელოდნენ.