ახალი ამბები

15:48 | 24 ივნისი, 2026

FT: მოსკოვზე დარტყმაში უკრაინას აშშ-ის სატელიტური დაზვერვა ეხმარებოდა

ბრიტანული ჟურნალი Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით კვლავ კიევის სასარგებლოდ იცვლება.

ამ ტრანსფორმაციამ კრემლის მკვეთრი გაღიზიანება გამოიწვია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გასულ კვირას, საფრანგეთში გამართული G7-ის სამიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ხანგრძლივი საუბარი შედგა.

  • უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პირველად გამოხატეს მზადყოფნა Patriot-ის სისტემების რაკეტების ლიცენზირებულ წარმოებაზე.
  • ტრამპი გეგმავს, ამერიკულ თავდაცვით კომპანიებს სთხოვოს, საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოება ევროპასა და უკრაინაში დაიწყონ.

ტრამპის რეაქცია: სამიტის კულუარებში გამართული პირადი შეხვედრების მონაწილეები FT-სთან აცხადებენ, რომ ტრამპი „აღფრთოვანებული და ენთუზიაზმით სავსე“ იყო უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დარტყმებით.

  • მან ზელენსკის პირადად უთხრა, რომ კიევის ბოლოდროინდელი სამხედრო შედეგებით გაოცებულია.
  • ამავე სამიტზე ტრამპი რუსულ ენერგომატარებლებზე სანქციების გაძლიერებასაც დათანხმდა.

დარტყმა მოსკოვზე: უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტებსა და უშუალოდ მოსკოვის გარეუბანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიტანილი იერიშები აშშ-ის სატელიტური და სადაზვერვო მონაცემებით არის მხარდაჭერილი.

  • დასავლელი მოკავშირეები ვაშინგტონს მოუწოდებენ, კიევისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს.

კრემლის რეაქცია: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „უკან იხევს ობიექტური მედიატორის როლიდან“ და მოსკოვს იმედი გაუცრუვდა, რომ ტრამპი მათთვის მისაღები პირობებით დაეხმარებოდა ომის დასრულებაში.

  • "არ მსურს ვიეჭვო, რომ ალასკა, როგორც ევროპული მოქმედებები, ჩაფიქრებული იყო, რათა კიევის რეჟიმის შეიარაღებისთვის დრო მოეგოთ. ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. თუმცა შემდეგ ისე გამოვიდა, როგორც გამოვიდა." - თქვა ლავროვმა.


ასევე ნახე