ახალი ამბები

22:53 | 09 ივნისი, 2026 — გერმანია

გერმანია €300 მილიონს გამოყოფს უკრაინისთვის ჭურვების მიწოდების ინიციატივისთვის

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ იარომირ ზუნასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია კიდევ 300 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის ჭურვების მიწოდების ჩეხური ინიციატივისთვის. 

ვითარების არსი: ეს თანა საკმარისი იქნება უკრაინისთვის დაახლოებით 50 ათასი ჭურვის შესასყიდად.

  • "გერმანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიმწოდებელი და ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიასთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის უსაფრთხოებაში," - განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა ბერლინში ვიზიტის დროს.
  • მან ხაზი გაუსვა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გერმანიამ ევროპის უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე აიღო.

სტრიქონებს შორის: შეხვედრის შემდეგ პისტორიუსმა გამოაცხადა, რომ ბერლინი დამატებით 300 მილიონ ევროს გამოყოფს საბრძოლო მასალის მიწოდების ჩეხური ინიციატივისთვის.

  • მან ინიციატივას უწოდა "მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმ ქვეყნის დასახმარებლად, რომელიც უკვე მეხუთე წელია წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას, და მადლობა გადაუხადა ჩეხეთს მისი გაგრძელებისთვის."
  • გერმანია არის უკრაინისთვის ჭურვების მიწოდების ჩეხური ინიციატივის უდიდესი უცხოელი დონორი, რისთვისაც გასულ წელს ჯამში ერთი მილიარდი ევრო გამოყო.

დიდი სურათი: ჩეხეთმა პროექტი 2024 წელს აამოქმედა, ძირითადად ყოფილი პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას და პრეზიდენტ პეტრ პაველის მხარდაჭერით.

  • ინიციატივის მოქმედების მექანიზმი ასეთია: ჩეხეთი, სხვადასხვა დონორების დაფინანასებით, მსოფლიო ბაზრებზე მსხვილკალიბრიან ჭურვებს ყიდულობს და შემდეგ უკრაინას უგზავნის.
  • ჩეხეთის ახალი მმართველი კოალიცია განიხილავდა ამ მექანიზმის შეწყვეტის შესაძლებლობას. საბოლოოდ გადაწყდა ჩეხეთის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული როლის შენარჩუნება, თუმცა სახელმწიფო უშუალოდ შესყიდვებში აღარ მონაწილეობს.

ასევე ნახე