ახალი ამბები

06:22 | 02 აპრილი, 2026 — ვაქცინაცია

გერმანიაში მამაკაცი ყალბი კოვიდ-პასპორტების გასაყიდად 90-ჯერ აიცრა

გერმანიაში 60 წლის მამაკაცმა რამდენიმე ათეული აცრა გაიკეთა, რათა ყალბი კოვიდ-პასპორტები რეალური ვაქცინაციის კოდით გაეცა.

აღმოსალვეთ გერმანიის ქალაქ მაგდებურგში ეჭვმიტანილს ბრალი უკვე წაუყენეს. მისი სახელი უცნობია. გამოძიების ინფორმაციით, ის 90-ჯერ აიცრა.

ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მაგრამ გამოძიება მას კოვიდ-პასპორტების გაყარლბებას ედავება.

ის საქსონიის ქალაქ აილენბურგში ვაქცინაციის ცენტრში აცრის გაკეთების მეორე დღეს მივიდა.

ბოლო თვეებში გერმანიაში რამდენიმე რეიდი ჩატარდა ყალბი კოვიდ-პასპორტების გამოსავლენად.

ქვეყანაში ბევრი ანტი-ვაქსერი ცდილობს ყალბი დოკუმენტების მოპოვებას, რათა რესტორნებში, თეატრებში, აუზებსა და სამუშაო ადგილებზე შესვლა შეძლონ.

 

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე