ახალი ამბები

16:41 | 31 ივლისი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

GUARDIAN: კიევზე რუსული იერიშისას ამერიკული კომპანიის დრონების საწარმო განადგურდა

26 ივლისს კიევზე რუსული დარტყმის შედეგად განადგურდა ამერიკული კომპანია Terminal Autonomy-ს საწარმო, რომელიც მაღალი სიზუსტის უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.

ამის შესახებ The Guardian-ი კომპანიასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ვითარების არსი: თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა. The Guardian კომპანიის წარმომადგენლებს დაუკავშირდა ეცადა, მაგრამ კომენტარი ვერ მიიღო.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 26 ივლისის ანგარიშში აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა დარტყმა მიაყენეს "უპილოტო საფრენი აპარატების აწყობისა და შენახვის ადგილს კიევის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში".
  • უწყების მტკიცებით, საწარმოში "უკრაინულ-ამერიკული კომპანიის სპეციალისტების ჩართულობით" თვეში ათასამდე დრონს აწარმოებდნენ.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში საწარმოს სახელი არ არის დასახელებული.

წინარე ისტორია: კომპანია Terminal Autonomy 2023 წელს აშშ-ის დელავერის შტატში შეიქმნა.

  • The Guardian-ის ცნობით, კომპანია აწარმოებს შორი მოქმედების დრონებს ხელოვნური ინტელექტითა და მართვის ისეთი სისტემებით, რომლებიც მდგრადია რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების მიმართ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე