უკრაინელი დეპუტატის დმიტრო გურინის განცხადებით, მარიუპოლი სრულფასოვან ალყაშია მოქცეული, რის გამოც, ქალაქში წყალი და საჭმელი პრაქტიკულად აღარ იშოვება.
"ქალაქი ალყის ქვეშაა, ხოლო დაბომბვა პრაქტიკულად არასდროს ჩერდება" - განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა.
გურინის ინფორმაციით, მარიუპოლში დაახლოებით 100,000 ადამიანია დარჩენილი, რომელთა სიცოცხლეს ყოვლწუთიერი საფრთხე ემუქრება.