17:36 | 19 ივნისი, 2026
ისრაელი და "ჰეზბოლა" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - Reuters
ისრაელი და „ჰეზბოლა“ პარასკევს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვითარების არსი: ლიბანში საბრძოლო მოქმედებების ესკალაციამ საფრთხის ქვეშ დააყენა აშშ-ირანს შორის ხელმოწერილი „ურთიერთგაგების მემორანდუმი“ და, შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაც.
- პარასკევს შვეიცარიაში დაგეგმილი აშშ-ირანის მოლაპარაკებები სწორედ ლიბანში მიმდინარე ესკალაციის გამო გაუქმდა.
- „ჩვენი ინფორმაციით, დღეს დილით მომხდარი ორმხრივი სროლის შემდეგ, ისრაელი და „ჰეზბოლა“ ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში იმყოფებიან“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
კონტექსტი: ლიბანში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც „ჰეზბოლას“ ბოევიკებმა ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს და, საპასუხოდ, ისრაელის საჰაერო იერიშებს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
- ლიბანში საბრძოლო მოქმედებების დასრულება უფრო ფართო, აშშ-ირანის შეთანხმების აუცილებელი წინაპირობაა.