12:47 | 04 ივნისი, 2026 — ისრაელი
ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ისრაელი და ლიბანი, აშშ-ის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს. შეთანხმება 2 და 3 ივნისს გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგი გახდა.
დეტალები: შეთანხმების პირობების თანახმად, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და დატოვოს სამხრეთ ლიბანის ტერიტორია - საზღვრიდან მდინარე ლიტანიმდე.
- ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ისრაელსა და ლიბანს შორის ურთიერთობების მომავალი ორი ქვეყნის სუვერენულმა მთავრობებმა უნდა გადაწყვიტონ".
- ისრაელმა და ლიბანმა ასევე დაადასტურეს, რომ მათ "არ აქვთ მტრული ზრახვები ერთმანეთის მიმართ" და აიღეს ვალდებულება, გააგრძელონ პირდაპირი მოლაპარაკებები. ორმხრივი მოლაპარაკებები 22 ივნისს დაიწყება.
კონტექსტი: მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ისრაელმა გააფართოვა სახმელეთო ოპერაცია ლიბანში და დარტყმები მიაყენა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებს, მათ შორის დაჰიას - "ჰეზბოლას" საყრდენ პუნქტს.
- ეს გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღეს, რაც "ჰეზბოლამ" გააძლიერა თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთ რეგიონებზე.
- ივნისის დასაწყისში ირანულმა მედიამ გავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანზე ისრაელის დარტყმების გამო თეირანი აშშ-სთან ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს წყვეტს.
- "Axios"-ის მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, რომელშიც იგი მკაცრად გააკრიტიკა ლიბანთან კონფლიქტის ესკალაციის გამო და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეშლილი უწოდა.