ახალი ამბები

12:10 | 30 აგვისტო, 2022 — ყაზახეთი

ყაზახეთმა გადაწყვიტა იარაღის ექსპორტი ერთი წლით შეაჩეროს

ყაზახეთი სამხედრო პროდუქციის ექსპორტს ერთი წლით შეაჩერებს. ამის შესახებ 27 აგვისტოს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის ალიხან სმილოვის პრესსამსახური იტყობინება.

გადაწყვეტილება თავდაცვის მრეწველობის კომისიის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღეს.

"მონაწილეებმა განიხილეს მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს წინადადება იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო პროდუქციის ექსპორტის შეჩერების შესახებ 2023 წლის აგვისტოს ბოლომდე. ამ წინადადებას კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს", - ნათქვამია განცხადებაში.

რადიო თავისუფლების ცნობით, ყაზახეთი აწარმოებს სამხედრო აღჭურვილობის ფართო სპექტრს, "მათ შორის, ჯავშანტექნიკას, ტყვიამფრქვევებს, ყუმბარებს, ტორპედოებს, დამცავ აღჭურვილობას და ა.შ." სამხედრო პროდუქციის ექსპორტის შესახებ მონაცემები ღიად არ გამოქვეყნებულა.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე