მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

18:20 | 30 აგვისტო, 2026 — უკრაინა

ხმარა: ფედოროვს შევთავაზე ერთობლივად გავაგრძელოთ პროექტებზე მუშაობა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევგენი ხმარამ განაცხადა, რომ უწყების ყოფილ ხელმძღვანელს მიხაილო ფედოროვს შესთავაზა მოეძებნათ ფორმატი პროექტებზე ერთობლივი მუშაობის გასაგრძელებლად, თუმცა კონკრეტული თანამდებობა არ შეუთავაზებია და პასუხიც არ მიუღია.

ვითარების არსი: "მე შევთავაზე მოგვეძებნა ნებისმიერი მოდელი ან ფორმატი პროექტებზე ერთობლივი მუშაობის გასაგრძელებლად." - აღნიშნა ხმარამ.

  • მან ხაზი გაუსვა, რომ ივლისში გამართული ამ შეხვედრისას ფედოროვისთვის კონკრეტული თანამდებობები არ შეუთავაზებია, ხოლო უკუკავშირი მისგან ჯერჯერობით არ არის.
  • ამავდროულად, ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ სურს შეინარჩუნოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი, რათა უზრუნველყოს მუშაობის უწყვეტობა და გააგრძელოს დაწყებული პროექტები.
  • ასევე, ხმარამ დააანონსა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ექსპორტის მიმართულების გაძლიერება - ამ მიმართულებით მინისტრის მოადგილე ანია გვოზდიარი უნდა გახდეს.

სტრიქონებს შორის: გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრო გეგმავს ციფრული ტრანსფორმაციისა და კოგნიტური ომის მიმართულების გაძლიერებას.

  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიხაილო ფედოროვსა და ოლექსანდრ სირსკის შორის არსებული კონფლიქტის ფონზე, ორივეს გათავისუფლება გადაწყვიტა.

დიდი სურათი: 28 აგვისტოს ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოს წინადადებას, მისი მრჩეველი გამხდარიყო.

  • ფედოროვის პრეს-ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდაცვით ინოვაციებში მრჩევლის როლი გულისხმობს ტექნოლოგიური ომის სფეროში მმართველობითი და საექსპერტო გამოცდილების გაზიარებას.
  • გარდა ამისა, ასეთი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია უკრაინისთვისაც, რადგან "აღრმავებს კოოპერაციას ნატოს ქვეყნებთან და მათ თავდაცვით ინდუსტრიებთან, ქმნის ახალ შესაძლებლობებს უკრაინული კომპანიებისთვის, ერთობლივი შემუშავებებისა და ინვესტიციების პროექტებისთვის."
  • ამასთანავე მათ აღნიშნეს, რომ ფედოროვს დაგეგმილი აქვს ათობით სხვა საერთაშორისო პროექტი.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე