მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

18:50 | 02 სექტემბერი, 2026 — უკრაინა

კიევში СБУ-სა და ГУР-ის თანამშრომლებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს - რა უნდა ვიცოდეთ?

უკრაინელი სამხედროები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ოპერატიულ თანამშრომლებს თავს დაესხნენ კიევში "რუს მოხალისეთა კორპუსის" (РДК) ერთ-ერთი მეთაურის ჩხრეკის დროს. ამ ინფორმაციას СБУ-სა და უკრაინის გენერალური პროკურორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვითარების არსი: Українська правда-ს ცნობით, კონფლიქტი უკავშირდება РДК-ს მეთაურის მოადგილის, სტეფან კაპლუნოვის "უგზო-უკვლოდ დაკარგვას."

  • СБУ-ს ცნობით სპეცსამსახურის თანამშრომლები იძიებდნენ ტერაქტს, რომელსაც, სავარაუდოდ, ФСБ ამზადებდა. ძალოვნები მივიდნენ მისამართზე, სადაც ჩხრეკა იგეგმებოდა, თუმცა გარკვეულმა პირებმა მათ გზა ავტომობილებით გადაუკეტეს.
  • СБУ-ში განაცხადეს, რომ უცნობი პირები სპეცსამსახურის თანამშრომლებს თავს დაესხნენ. ამის გამო სპეცდანიშნულების რაზმ "ალფას" წევრებმა იარაღი გამოიყენეს. თუმცა, არ დაზუსტებულა ვინ დაიწყო სროლა.
  • მოგვიანებით სამართალდამცავებმა თავდამსხმელები დააკავეს და დაადგინეს, რომ ისინი უკრაინის თავდაცვის ძალებში მსახურობენ. მათ იარაღი და დოკუმენტები ჩამოართვეს, არიან დაშავებულები.

სტრიქონებს შორის: დაწყებულია გამოძიება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე.

  • უკრაინულ ტელეგრამ-არხებში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ორმხრივი სროლისას ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
  • РДК-ს მეთაურის მოადგილის ადვოკატმა, ტარას ბოროვსკიმ განაცხადა, რომ დაკავებულები ГУР-ის (სამხედრო დაზვერვის) სამხედროები არიან.
  • "რუს მოხალისეთა კორპუსიც" ГУР-ის შემადგენლობაში შედის.

დიდი სურათი: ჯერ კიდევ 1 სექტემბერს РДК-ს შტაბში განაცხადეს, რომ რამდენიმე დღით ადრე უცნობმა პირებმა მათი მეთაურის მოადგილე სტეფან კაპლუნოვი საკუთარი სახლის ეზოში გაიტაცეს. РДК-ს სარდლობამ სამართალდამცავებს მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

  • ბოროვსკის თქმით, გუშინ საღამოს კონფლიქტის მხარეებმა, სავარაუდოდ, გარკვეულ მშვიდობიან შეთანხმებებს მიაღწიეს. СБУ გეგმავდა კაპლუნოვის ბინაში ჩხრეკის ჩატარებას მისი თანდასწრებით.
  • ჩხრეკა ФСБ-ს ტერაქტის მომზადების გამოძიების ნაწილი იყო.
  • თავდაპირველად უკრაინული სპეცსამსახურები საუბრობდნენ ტერაქტის აღკვეთაზე "რუსული პოლიტიკური ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის წინააღმდეგ. იყო თუ არა ამ დროს კაპლუნოვი დაგეგმილი ტერაქტის მსხვერპლი, თანამონაწილე, შემსრულებელი თუ უბრალოდ მოწმე - უცნობია.

კონტექსტი: РДК-ს მეთაურმა დენის კაპუსტინმა განაცხადა, რომ კაპლუნოვის ჩხრეკას ესწრებოდა. მის ბინაში სამართალდამცავებს, სავარაუდოდ, კომპრომატები არ უპოვიათ.

  • უკრაინის სამხედრო დაზვერვა თავის მხრივ ითხოვდა РДК-ს მეთაურის მოადგილის მათთვის გადაცემას.
  • 2 სექტემბერს, დილით ადრე, СБУ-სა და ГУР-ის თანამშრომლებს შორის კონფლიქტის გამო ორმხრივი სროლა მოხდა. თავდაპირველად კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ჰაერში ისროლეს, შემდეგ კი სამხედროებს ფეხებში გაუხსნეს ცეცხლი. ГУР-ის სამი თანამშრომელი დაიჭრა.
  • უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა და ГУР-ის ყოფილმა უფროსმა კირილო ბუდანოვმა სამხედროების პოზიცია დაიცვა: "არავის აქვს უფლება დაუსჯელად გაიტაცოს სამხედრო მოსამსახურეები, გაუხსნას ცეცხლი ჩვენი ქალაქების ქუჩებში, გასცეს და შეასრულოს დანაშაულებრივი ბრძანებები."
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე