ახალი ამბები

13:34 | 07 ივლისი, 2026 — უკრაინა

კიევთან ოლიგარქ ერმოლაევზე თავდამსხმელი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს - УП

6 ივლისს, კიევთან ახლოს, აღმოაჩინეს იმ ქალის ცხედარი, რომელიც სანქცირებული ბიზნესმენის, ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მცდელობაში იყო ეჭვმიტანილი.

ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დეტალები: გამოცემის ცნობით, ქალის ცხედარი 6 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე იპოვეს. ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

  • ასევე, წყაროებმა განაცხადეს, რომ ქალი უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა 2025 წლის 22 მარტიდან 2026 წლის 1 ივლისამდე.
  • „უკრაინსკა პრავდას“ კიდევ ერთმა წყარომ სამართალდამცავ ორგანოებში განაცხადა, რომ საქმეზე უკვე დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი.
  • ერთ-ერთი მათგანია სამხედრო დაზვერვის მოქმედი ოფიცერი, ხოლო მეორე - სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომელი.

კონტექსტი: 29 ივნისს, მონაკოში აფეთქება მოხდა; სამიზნე ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი, ვადიმ ერმოლაევი იყო.

  • ერმოლაევი დნიპროელი ბიზნესმენია, რომელიც უძრავი ქონების, მრეწველობისა და მეღვინეობის სექტორში „უზარმაზარ იმპერიას ფლობს“.
  • იგი რეგულარულად შედიოდა უკრაინის 100 უმდიდრესი ადამიანის სიაში, თუმცა მოგვიანებით უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და კვიპროსის პასპორტი აიღო. ბოლო პერიოდში ის მონაკოში ცხოვრობდა.
  • „Le Figaro"-ს თანახმად, მილიონერის ფინანსური საქმიანობა და ქონება მუდამ საეჭვო კავშირებთან ასოცირდებოდა და მის მიმართ ფულის გათეთრების ეჭვებიც არსებობდა.
  • 2023 წლის დეკემბერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერმოლაევს 10-წლიანი პერსონალური სანქციები დაუწესა.
  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბიზნესმენის კუთვნილი ალკოჰოლური კომპანიები ანექსირებულ ყირიმში საქმიანობას აგრძელებდნენ და გადასახადებს პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტში იხდიდნენ.


price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე