16:12 | 05 სექტემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი
კუშნერი და უიტკოფი მოსკოვში არიან, კრემლში ამბობენ, რომ მომდევნო 3 დღე კიევს არ შეუტევენ
დონალდ ტრამპის წარმომადგენლები უკვე მოსკოვში იმყოფებიან და ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად ემზადებიან - კრემლში განაცხადეს, რომ მომდევნო 3 დღის განმავლობაში კიევს არ შეუტევენ.
ვითარების არსი: ჯარედ კუშნერის და სტივ უიტკოფის თვითმფრინავი მოსკოვის, ვნუკოვოს აეროპორტში დაახლოებით 1 საათის წინ დაეშვა - ტრამპის ემისრებს აეროპორტში რუსეთის საინვესტიციო ფონდის უფროსი, კირილ დმიტრიევი დახვდა.
- ეს კუშნერისა და უიტკოფის პირველი ვიზიტია რუსეთში მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ.
ჩაშლილად: პარასკევს, თეთრი სახლში ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ემისრები მოსკოვში სამშვიდობო წინადადებით მიემგზავრებიან.
- "ჩვენ გვაქვს სამშვიდობო იდეა. მათ ომის დასრულების წინადადება ჩააქვთ. ჩვენ უნდა ვნახოთ შეიძლება თუ არა რამე გამოგვივიდეს და შესაძლოა ამის არც ისე ცუდი შანსი გვაქვს"- თქვა ტრამპმა.
სიღრმისეულად: მოსკოვში ამერიკული თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით რუსეთის არმია მომდევნო 3 დღის განმავლობაში არ შეუტევს კიევს.
- 24 საათით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში უკრაინა შეწყვეტს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე.
- დასავლური მედიის ცნობით, ამ თხოვნით მხარეებს ამერიკელმა შუამავლებმა მიმართეს.
კონტექსტი: მოსკოვიდან ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი უკრაინაში გაემგზავრებიან - ეს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში.